https://sputnik-georgia.com/20230823/angarissworeba-batumis-avtosaxelosnosi-policiam-ewvmitanili-daakava-281584244.html
ანგარიშსწორება ბათუმის ავტოსახელოსნოში - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა
ანგარიშსწორება ბათუმის ავტოსახელოსნოში - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა
Sputnik საქართველო
სავარაუდო დამნაშავეს 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T17:49+0400
2023-08-23T17:49+0400
2023-08-23T21:17+0400
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_17c9f9e57c002bdc06b5ee0fb27038d3.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აჭარის პოლიციამ 46 წლის მამაკაცი ბათუმში ავტომობილების სახელოსნოს ოთხი თანამშრომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. პოლიციამ ეჭვმიტანილი „ცხელ კვალზე“ დააკავა, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_eb8e4720fd3f8ea128dead51962dc1e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ანგარიშსწორება ბათუმის ავტოსახელოსნოში - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა
17:49 23.08.2023 (განახლებულია: 21:17 23.08.2023) სავარაუდო დამნაშავეს 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აჭარის პოლიციამ 46 წლის მამაკაცი ბათუმში ავტომობილების სახელოსნოს ოთხი თანამშრომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
პოლიციამ ეჭვმიტანილი „ცხელ კვალზე“
დააკავა, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.