https://sputnik-georgia.com/20230822/trampis-atlantasi-miemgzavreba-dasapatimreblad-281545256.html
დონალდ ტრამპი ატლანტაში დასაპატიმრებლად მიემგზავრება
დონალდ ტრამპი ატლანტაში დასაპატიმრებლად მიემგზავრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ხუთშაბათს ატლანტაში მივემგზავრები, რათა საოლქო პროკურორმა დამაპატიმროს, დაწერა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა... 22.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-22T12:24+0400
2023-08-22T12:24+0400
2023-08-22T16:18+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
დონალდ ტრამპი
პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1d/269859939_0:0:2045:1151_1920x0_80_0_0_c219908668bdc23ca33f63baa9133c95.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ხუთშაბათს ატლანტაში მივემგზავრები, რათა საოლქო პროკურორმა დამაპატიმროს, დაწერა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.ექს-პრეზიდენტის თქმით, პროკურორი უილისი, ბაიდენის იუსტიციის სამინისტროსთან „მკაცრი კოორდინაციით“, კვლავაც განაგრძობს ფულის მოზიდვას „კუდიანებზე ნადირობისთვის“.მანამდე ჯორჯიის სასამართლო დათანხმდა 200 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაზე დაეტოვებინა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაშია ბრალდებული. ამასთან, როგორც გამოცემა The Hill აღნიშნავს, სასამართლომ ტრამპისთვის უფრო მკაცრი მოთხოვნები დააწესა, ვიდრე სხვა პირებისთვის, რომლებიც ასევე გირაოს სანაცვლოდ თავისუფლდებიან დაპატიმრებისგან. კერძოდ, ყოფილ პრეზიდენტს ეკრძალება სხვა ბრალდებულების ან მოწმეების მიმართ „მუქარა" სოციალური ქსელების მეშვეობით, ან სხვა „ნებისმიერი ფორმით". გასულ სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ შტატ ჯორჯიის დიდმა ჟიურიმ ტრამპს 2020 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის სავარაუდო მცდელობისთვის წაუყენა ბრალი. ექს-პრეზიდენტის გარდა, ბრალი ასევე წარდგენილი აქვთ ტრამპის ყოფილ ადვოკატს რუდი ჯულიანის და ყოფილ თანაშემწე მარკ მედოუზს. საქმეზე, ექს-პრეზიდენტის ჩათვლით, სულ 19 პირია ბრალდებული.
https://sputnik-georgia.com/20230815/donald-tramps-kidev-erti-braldeba-wauyenes-281229495.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1d/269859939_0:0:1817:1363_1920x0_80_0_0_1a4fa68660517111fa27fc90c09236bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, დონალდ ტრამპი, პოლიტიკა, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, დონალდ ტრამპი, პოლიტიკა, აშშ
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ხუთშაბათს ატლანტაში მივემგზავრები, რათა საოლქო პროკურორმა დამაპატიმროს, დაწერა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ
Truth Social-ზე. „გჯერათ? ხუთშაბათს ატლანტაში მივემგზავრები, ჯორჯიის შტატში, რათა რადიკალურმა მემარცხენე საოლქო პროკურორმა ფენი უილისმა დამაპატიმროს, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ მკვლელობებსა და ძალადობრივ დანაშაულებს აკონტროლებს. ჩემ შემთხვევაში ატლანტაში გამგზავრება ხდება არა „მკვლელობისთვის“, არამედ იდეალური სატელეფონო ზარისთვის!“ — ნათქვამია ტრამპის პოსტში.
ექს-პრეზიდენტის თქმით, პროკურორი უილისი, ბაიდენის იუსტიციის სამინისტროსთან „მკაცრი კოორდინაციით“, კვლავაც განაგრძობს ფულის მოზიდვას „კუდიანებზე ნადირობისთვის“.
„მთელი საქმე არჩევნებში ჩარევაზეა!“ — აკონკრეტებს ტრამპი.
მანამდე ჯორჯიის სასამართლო დათანხმდა 200 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაზე დაეტოვებინა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაშია ბრალდებული.
ამასთან, როგორც გამოცემა The Hill აღნიშნავს, სასამართლომ ტრამპისთვის უფრო მკაცრი მოთხოვნები დააწესა, ვიდრე სხვა პირებისთვის, რომლებიც ასევე გირაოს სანაცვლოდ თავისუფლდებიან დაპატიმრებისგან. კერძოდ, ყოფილ პრეზიდენტს ეკრძალება სხვა ბრალდებულების ან მოწმეების მიმართ „მუქარა" სოციალური ქსელების მეშვეობით, ან სხვა „ნებისმიერი ფორმით".
გასულ სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ შტატ ჯორჯიის დიდმა ჟიურიმ ტრამპს 2020 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის სავარაუდო მცდელობისთვის წაუყენა ბრალი. ექს-პრეზიდენტის გარდა, ბრალი ასევე წარდგენილი აქვთ ტრამპის ყოფილ ადვოკატს რუდი ჯულიანის და ყოფილ თანაშემწე მარკ მედოუზს. საქმეზე, ექს-პრეზიდენტის ჩათვლით, სულ 19 პირია ბრალდებული.