https://sputnik-georgia.com/20230815/donald-tramps-kidev-erti-braldeba-wauyenes-281229495.html
დონალდ ტრამპს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს
დონალდ ტრამპს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ჯორჯიის შტატის დიდმა ჟიურიმ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მასთან დაკავშირებული პირები 2020 წლის არჩევნებზე გავლენის... 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T10:50+0400
2023-08-15T10:50+0400
2023-08-15T10:50+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
აშშ
დონალდ ტრამპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280820208_0:244:3072:1972_1920x0_80_0_0_7d808f1c5fd00a24728cad6c69346f88.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ჯორჯიის შტატის დიდმა ჟიურიმ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მასთან დაკავშირებული პირები 2020 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის სავარაუდო მცდელობაში დაადანაშაულა.ექსპრეზიდენტის მიმართ ბრალდებები 13 პუნქტს მოიცავს. მათ შორისაა რეკეტისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის დარღვევა, სახელმწიფო მოხელეების წაქეზება ფიცის დარღვევისკენ, შეთქმულება ყალბი დოკუმენტების წარდგენის მიზნით და სხვ.ტრამპის გარდა, ბრალდებები ასევე წარდგენილი აქვთ მის ყოფილ ადვოკატ რუდი ჯულიანის, მის ყოფილ თანაშემწე მარკ მედოუზს და ასევე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელ ჯეფრი კლარკს. ამ საქმეში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჩათვლით, სულ 19 ბრალდებულია.მორიგი ბრალდებების საფუძვლად 2021 წლის იანვარში განხორციელებული სატელეფონო ზარი იქცა, რა დროსაც ტრამპმა ჯორჯიის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივანს „11 780 ხმის მოპოვებაში“ დახმარება შესთავაზა.აგვისტოში ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოს წინაშე წარსდგა ოთხი ახალი ბრალდებით, რომლებიც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შტურმს უკავშირდება. გამოქვეყნებული ბრალდების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური დაეთანხმა ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესაძლებლობას „აშშ-ის მოტყუების მიზნით შეთქმულებისთვის", „ოფიციალურ პროცედურებში ჩარევის მიზნით შეთქმულებისთვის", „ოფიციალურ პროცედურებში ჩარევისა და ჩარევის მცდელობისთვის" და „უფლებების წინააღმდეგ შეთქმულებისთვის".როგორც ტრამპმა გამოთვალა, წაყენებული ბრალდებების მიხედვით, მას 561 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280820208_199:0:2930:2048_1920x0_80_0_0_f09b603af56a174e12bc5f5aab316970.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , დონალდ ტრამპი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , დონალდ ტრამპი
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ჯორჯიის შტატის დიდმა ჟიურიმ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მასთან დაკავშირებული პირები 2020 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის სავარაუდო მცდელობაში დაადანაშაულა.
ექსპრეზიდენტის მიმართ ბრალდებები 13 პუნქტს მოიცავს. მათ შორისაა რეკეტისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის დარღვევა, სახელმწიფო მოხელეების წაქეზება ფიცის დარღვევისკენ, შეთქმულება ყალბი დოკუმენტების წარდგენის მიზნით და სხვ.
ტრამპის გარდა, ბრალდებები ასევე წარდგენილი აქვთ მის ყოფილ ადვოკატ რუდი ჯულიანის, მის ყოფილ თანაშემწე მარკ მედოუზს და ასევე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელ ჯეფრი კლარკს. ამ საქმეში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჩათვლით, სულ 19 ბრალდებულია.
მორიგი ბრალდებების საფუძვლად 2021 წლის იანვარში განხორციელებული სატელეფონო ზარი იქცა, რა დროსაც ტრამპმა ჯორჯიის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივანს „11 780 ხმის მოპოვებაში“ დახმარება შესთავაზა.
აგვისტოში ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოს წინაშე წარსდგა ოთხი ახალი ბრალდებით, რომლებიც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შტურმს უკავშირდება. გამოქვეყნებული ბრალდების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური დაეთანხმა ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესაძლებლობას „აშშ-ის მოტყუების მიზნით შეთქმულებისთვის", „ოფიციალურ პროცედურებში ჩარევის მიზნით შეთქმულებისთვის", „ოფიციალურ პროცედურებში ჩარევისა და ჩარევის მცდელობისთვის" და „უფლებების წინააღმდეგ შეთქმულებისთვის".
როგორც ტრამპმა გამოთვალა, წაყენებული ბრალდებების მიხედვით, მას 561 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.