იონათამიშვილი: არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიის მეგობარი ვერ იქნება

© courtesy of Rati Ionatamishviliდეპუტატი რატი იონათამიშვილი
დეპუტატი რატი იონათამიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2023
გამოწერა
ოპოზიციონერებს ესაჭიროებათ ორგანიზაციები, რომ უცხოეთიდან გარკვეული დაფინანსება მიიღონ და პოლიტიკური მიზნებისთვის დახარჯონ, მიიჩნევს დეპუტატი.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. სამოქალაქო ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის მეგობარი, ეს მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.
„რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელმა დავით ჩიხელიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ქმნის ფიქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა კანონის გვერდის ავლით მიიღოს შემოწირულობები, განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან. ჩიხელიძემ აუდიტის სამსახურს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.
„სამოქალაქო ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის მეგობარი. შეიძლება, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით იყოს პარტნიორი, მაგრამ არ შეიძლება, იყოს მეგობარი. ეს დაუშვებელია და, ფაქტობრივად, აღიარებაა, რომ სინამდვილეში მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ გარკვეული დამატებითი უცხოური დაფინანსებები მიიღონ და პოლიტიკური მიზნებისთვის დახარჯონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს პარტიების მანიპულაციებისა და მათი მიზნების შესახებ.
დავით ჩიხელიძე ამტკიცებს, რომ პარტიები თანხებს არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით უცხოური ფონდებისგან იღებენ. არსებული კანონმდებლობით, საქართველოში პარტიას არ აქვს უფლება მიიღოს დაფინანსება უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ან სხვა ქვეყნისგან.
„რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა“ იმ პარტიებს შორის, რომლებიც უნდა შემოწმდეს კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებული დაფინანსების კუთხით, დაასახელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „მოქალაქეები“, „ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.
მაჭარაშვილი: აშშ-ის ელჩი დარწმუნდა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ არჩევნებს წააგებს >>
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ჩიხელიძის მიმართვაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
2023 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის საკითხებითაა დაკავებული. 1 სექტემბრიდან ამ საკითხებზე ანტიკორუფციული სააგენტო იმუშავებს.
ყველა ახალი ამბავი
0