https://sputnik-georgia.com/20230821/vaslis-zmari-sasargeblo-tvisebebi-281528125.html
ვაშლის ძმარი - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დაავადებებთან ბრძოლაში
ვაშლის ძმარი - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დაავადებებთან ბრძოლაში
Sputnik საქართველო
ვაშლის ძმარს ზოგიერთი ისეთი თვისება გააჩნია, რაც, შესაძლოა, თქვენთვის აღმოჩენა გახდეს. ის ეხმარება ადამიანს არა მხოლოდ განკურნებაში, არამედ მნიშვნელოვანი როლის... 21.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-21T16:37+0400
2023-08-21T16:37+0400
2023-08-21T21:15+0400
სასარგებლო რჩევები
ხალხური მკურნალობა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0d/278520088_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_687b3704f7490fbc8c9504250aed0f11.jpg
ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებებზე, ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია. მისი გამოყენების მრავალფეროვნება ნამდვილად გაკვირვებას იწვევს. ზოგიერთი თვისება თქვენთვის, შესაძლოა, აღმოჩენაც გახდეს. – სოკო ფეხზე ან ფრჩხილზე — ამას ძალიან ბევრი უსიამოვნო გართულება შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, ანთებითი პროცესი ხელისა და ფეხის თითებს შორის, ფეხებზე; სოკო შეიძლება ფრჩხილის ქვეშაც ჩაიზარდოს, რასაც მუდმივი ტკივილი ახლავს თან. სოკოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხელებისა და ფეხების დალბობა ვაშლის ძმარში ყოველდღე, 10-30 წუთის განმავლობაში, სანამ სოკო არ გაქრება. თუ ვაშლის ძმარი სუფთა სახით კანს გვიწვავს, ჭიქა ძმარი შეგვიძლია წყალში გავაზავოთ. – კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოგვარება სულ მცირე რაოდენობის ვაშლის ძმარს შეუძლია, რომელსაც წყალში ან ვაშლის წვენში გავხსნით. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან მუცლის ტკივილის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, ხოლო ვაშლის ძმარი ბაქტერიების "დიდი მტერია". – ერთ ჭიქა ცივ წყალს თუ ½ ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატებთ და ამას კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორებთ, თქვენი თმა ბზინვარე გახდება. ვაშლის ძმარი ასევე ქერტლისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. – დამწვრობის ტკივილის შესამსუბუქებლად ვაშლის ძმრის ანთების საწინააღმდეგო თვისებები დაგეხმარებათ. ერთი ჭიქა ძმარი დაამატეთ ცივი წყლის აბაზანას, ეს ტკივილს შეგიმსუბუქებთ. იოდის ბადე - მარტივი, იაფი და ეფექტური>>– გვერწმუნეთ, რომ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი სლოკინის მოხსნაში დაგეხმარებათ. – ვაშლის ძმარში არსებული მჟავა, რომელიც მადას აქვეითებს, ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ის ასევე ხელს უწყობს იმას, რომ ორგანიზმიდან სითხის არასასურველი შეკავება აღიკვეთოს. – ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავის (თანაბარი თანაფარდობით) გამოყენება პულვერიზატორის დახმარებით თქვენს სახლს დეზინფექციას ჩაუტარებს. – წყლის 10 გალონს (1 გალონი — 3,5-დან 4,5 ლიტრამდე) დაუმატეთ 10 უნცია ძმარი და მოასხით ბაღში. თქვენი ბაღი დამშვენდება და თან სარეველების ჭაჭანება არ იქნება. გლიცერინი და ვიტამინი Е - ახალგაზრდობისა და სილამაზის გარანტი>> – ერთ ჭიქა წყალზე ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გულძმარვისგან განგკურნავთ. თითქოს არალოგიკური და დაუჯერებელია, მაგრამ ნამდვილად ასეა. ვაშლის ძმრის გამოყენება ეფექტურია შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:
https://sputnik-georgia.com/20180827/vaSlis-sasargeblo-da-saxifaTo-Tvisebebi-241828604.html
https://sputnik-georgia.com/20220503/soda-sasargeblo-tvisebebi-266384405.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0d/278520088_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_f8c86517fec7601f56654d0278ab0d4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ვაშლის ძმარი - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დაავადებებთან ბრძოლაში
16:37 21.08.2023 (განახლებულია: 21:15 21.08.2023) ვაშლის ძმარს ზოგიერთი ისეთი თვისება გააჩნია, რაც, შესაძლოა, თქვენთვის აღმოჩენა გახდეს. ის ეხმარება ადამიანს არა მხოლოდ განკურნებაში, არამედ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია...
ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებებზე, ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია. მისი გამოყენების მრავალფეროვნება ნამდვილად გაკვირვებას იწვევს. ზოგიერთი თვისება თქვენთვის, შესაძლოა, აღმოჩენაც გახდეს.
– სოკო ფეხზე ან ფრჩხილზე — ამას ძალიან ბევრი უსიამოვნო გართულება შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, ანთებითი პროცესი ხელისა და ფეხის თითებს შორის, ფეხებზე; სოკო შეიძლება ფრჩხილის ქვეშაც ჩაიზარდოს, რასაც მუდმივი ტკივილი ახლავს თან.
სოკოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხელებისა და ფეხების დალბობა ვაშლის ძმარში ყოველდღე, 10-30 წუთის განმავლობაში, სანამ სოკო არ გაქრება.
თუ ვაშლის ძმარი სუფთა სახით კანს გვიწვავს, ჭიქა ძმარი შეგვიძლია წყალში გავაზავოთ.
– კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოგვარება სულ მცირე რაოდენობის ვაშლის ძმარს შეუძლია, რომელსაც წყალში ან ვაშლის წვენში გავხსნით.
ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან მუცლის ტკივილის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, ხოლო ვაშლის ძმარი ბაქტერიების "დიდი მტერია".
– ერთ ჭიქა ცივ წყალს თუ ½ ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატებთ და ამას კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორებთ, თქვენი თმა ბზინვარე გახდება. ვაშლის ძმარი ასევე ქერტლისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
– დამწვრობის ტკივილის შესამსუბუქებლად ვაშლის ძმრის ანთების საწინააღმდეგო თვისებები დაგეხმარებათ. ერთი ჭიქა ძმარი დაამატეთ ცივი წყლის აბაზანას, ეს ტკივილს შეგიმსუბუქებთ.
– გვერწმუნეთ, რომ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი სლოკინის მოხსნაში დაგეხმარებათ.
– ვაშლის ძმარში არსებული მჟავა, რომელიც მადას აქვეითებს, ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ის ასევე ხელს უწყობს იმას, რომ ორგანიზმიდან სითხის არასასურველი შეკავება აღიკვეთოს.
– ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავის (თანაბარი თანაფარდობით) გამოყენება პულვერიზატორის დახმარებით თქვენს სახლს დეზინფექციას ჩაუტარებს.
– წყლის 10 გალონს (1 გალონი — 3,5-დან 4,5 ლიტრამდე) დაუმატეთ 10 უნცია ძმარი და მოასხით ბაღში. თქვენი ბაღი დამშვენდება და თან სარეველების ჭაჭანება არ იქნება.
– ერთ ჭიქა წყალზე ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გულძმარვისგან განგკურნავთ. თითქოს არალოგიკური და დაუჯერებელია, მაგრამ ნამდვილად ასეა.
ვაშლის ძმრის გამოყენება ეფექტურია შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:
ვენების ვარიკოზული გაფართოება ალერგიების გამომწვევი ტოქსინების გამოდევნა კიბოს ზოგიერთი სახეობის პროფილაქტიკა გაციების, გრიპის, ყელის ტკივილის პროფილაქტიკა და მკურნალობა გულის ჯანმრთელობის გაძლიერება შინაური ცხოველების რწყილებისგან გათავისუფლება სხეულის სუნის ნეიტრალიზება.