https://sputnik-georgia.com/20220503/soda-sasargeblo-tvisebebi-266384405.html
რა საოცრებებს ახდენს სოდა
რა საოცრებებს ახდენს სოდა
Sputnik საქართველო
ბევრს გსმენიათ ალბათ სოდის უნივერსალურობის შესახებ. მას ადამიანები ყველაფრისთვის იყენებენ – კოსმეტიკური საშუალებიდან დაწყებული, ჯანმრთელობის საერთო... 03.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-03T12:09+0400
2022-05-03T12:09+0400
2022-05-03T17:09+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23758/66/237586679_0:369:3857:2539_1920x0_80_0_0_f243e78e63662b4a7cef2951dd14483d.jpg
სოდა წმენდს და ათეთრებს ტანსაცმელს, იწოვს სუნს, წმენდს სხვადასხვა ზედაპირს. მაგრამ ცოტას თუ სმენია, კიდევ რა საოცრებების მოხდენა შეუძლია სოდას…ათეთრებს კბილებსსოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნაერთი ეფექტურად ათეთრებს კბილებს, მაგრამ არ გამოიყენოთ ეს საშუალება ხშირად, რადგან მან შეიძლება დააზიანოს კბილების მინანქარი — საკმარისია კვირაში ერთხელ.აქრობს გამონაყარსსაჭმლის სოდა ფერიმჭამელებისა და მუწუკების წინააღმდეგ ბუნებრივი საშუალებაა. უბრალოდ, შეურიეთ ის წყალს, მოამზადეთ პასტა, დაიდეთ დაზიანებულ კანზე, დააცადეთ შეშრობა და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.არბილებს კანსსოდა თქვენს კანს რბილსა და სასიამოვნოს გახდის. შეურიეთ ის საპონსა და წყალს და დაიდეთ ხელებზე, შემდეგ, როცა გაშრება, დაიბანეთ თბილი წყლით. ეს საშუალება ატენიანებს კანს და აქრობს უსიამოვნო სუნს.აქრობს სხეულის უსიამოვნო სუნსაავსეთ აბაზანა წყლით და დაუმატეთ ერთი ჭიქა სოდა. მიიღეთ აბაზანა კვირაში ორჯერ. ეს გააქრობს ბაქტერიებს კანიდან და სხეულს უსიამოვნო სუნს მოაშორებს.აქრობს პირის ღრუს უსიამოვნო სუნსპირიდან ცუდი სუნის დროს სცადეთ სოდა. ერთ ჩაის ჭიქა წყალში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა და კარგად აურიეთ, შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში. სოდიანი წყალი გააქრობს ბაქტერიებს და, შესაბამისად — უსიამოვნო სუნს.წმენდს ფრჩხილებსშეურიეთ ერთმანეთს სოდა და წყალი შეფარდებით 3:1, შემდეგ წაისვით ფრჩხილებზე. ეს მშვენივრად გაწმენდს თქვენს ფრჩხილებს.ასუფთავებს თმასა და თავის კანსშამპუნები და კონდიციონერები არასდროს მუშაობს ისე, როგორ რეკლამასაც უწევენ. მათ თმისა და თავის კანის სერიოზული დაზიანება შეუძლიათ. სოდა კი მშვენიერი საშუალებაა, რომ ყოველგვარი რისკის გარეშე გაისუფთავოთ თმა და თავის კანი, გააუმჯობესოთ თმის ხარისხი. ოღონდ გაითვალისწინეთ — ამისთვის სოდა გამოიყენეთ თვეში ერთხელ.აქრობს მოჭარბებულ ოფლსსოდა შესანიშნავი ბუნებრივი დეზოდორანტია. შეურიეთ ის თქვენს საყვარელ ეთერზეთს და წაისვით იღლიებში. ის გააქრობს ბაქტერიებსა და ოფლის სუნს რამდენიმე საათის განმავლობაში.
https://sputnik-georgia.com/20170918/Tmis-cvenis-samkurnalo-saSualebebi-237326619.html
https://sputnik-georgia.com/20161021/glicerini-da-vitamini-e-axalgazrdobisa-da-silamazis-garanti-233562082.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23758/66/237586679_0:0:3857:2893_1920x0_80_0_0_4d9a261c22ed53a94eb45a777521288c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
რა საოცრებებს ახდენს სოდა
12:09 03.05.2022 (განახლებულია: 17:09 03.05.2022) ბევრს გსმენიათ ალბათ სოდის უნივერსალურობის შესახებ. მას ადამიანები ყველაფრისთვის იყენებენ – კოსმეტიკური საშუალებიდან დაწყებული, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებით დამთავრებული.
სოდა წმენდს და ათეთრებს ტანსაცმელს, იწოვს სუნს, წმენდს სხვადასხვა ზედაპირს. მაგრამ ცოტას თუ სმენია, კიდევ რა საოცრებების მოხდენა შეუძლია სოდას…
სოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნაერთი ეფექტურად ათეთრებს კბილებს, მაგრამ არ გამოიყენოთ ეს საშუალება ხშირად, რადგან მან შეიძლება დააზიანოს კბილების მინანქარი — საკმარისია კვირაში ერთხელ.
საჭმლის სოდა ფერიმჭამელებისა და მუწუკების წინააღმდეგ ბუნებრივი საშუალებაა. უბრალოდ, შეურიეთ ის წყალს, მოამზადეთ პასტა, დაიდეთ დაზიანებულ კანზე, დააცადეთ შეშრობა და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
18 სექტემბერი 2017, 12:00
სოდა თქვენს კანს რბილსა და სასიამოვნოს გახდის. შეურიეთ ის საპონსა და წყალს და დაიდეთ ხელებზე, შემდეგ, როცა გაშრება, დაიბანეთ თბილი წყლით. ეს საშუალება ატენიანებს კანს და აქრობს უსიამოვნო სუნს.
აქრობს სხეულის უსიამოვნო სუნს
აავსეთ აბაზანა წყლით და დაუმატეთ ერთი ჭიქა სოდა. მიიღეთ აბაზანა კვირაში ორჯერ. ეს გააქრობს ბაქტერიებს კანიდან და სხეულს უსიამოვნო სუნს მოაშორებს.
აქრობს პირის ღრუს უსიამოვნო სუნს
პირიდან ცუდი სუნის დროს სცადეთ სოდა. ერთ ჩაის ჭიქა წყალში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა და კარგად აურიეთ, შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში. სოდიანი წყალი გააქრობს ბაქტერიებს და, შესაბამისად — უსიამოვნო სუნს.
შეურიეთ ერთმანეთს სოდა და წყალი შეფარდებით 3:1, შემდეგ წაისვით ფრჩხილებზე. ეს მშვენივრად გაწმენდს თქვენს ფრჩხილებს.
ასუფთავებს თმასა და თავის კანს
შამპუნები და კონდიციონერები არასდროს მუშაობს ისე, როგორ რეკლამასაც უწევენ. მათ თმისა და თავის კანის სერიოზული დაზიანება შეუძლიათ. სოდა კი მშვენიერი საშუალებაა, რომ ყოველგვარი რისკის გარეშე გაისუფთავოთ თმა და თავის კანი, გააუმჯობესოთ თმის ხარისხი. ოღონდ გაითვალისწინეთ — ამისთვის სოდა გამოიყენეთ თვეში ერთხელ.
სოდა შესანიშნავი ბუნებრივი დეზოდორანტია. შეურიეთ ის თქვენს საყვარელ ეთერზეთს და წაისვით იღლიებში. ის გააქრობს ბაქტერიებსა და ოფლის სუნს რამდენიმე საათის განმავლობაში.