https://sputnik-georgia.com/20230821/tea-qutashvili-mxatvari-dizaineri-pedagogi-281525332.html
„ეს მართლა ჩემი სოფელია!" - როგორ მოქმედებს ხელოვნება ბავშვის ემოციურ განწყობაზე
„ეს მართლა ჩემი სოფელია!" - როგორ მოქმედებს ხელოვნება ბავშვის ემოციურ განწყობაზე
მხატვარ თეა ქუტაშვილის ნამუშევრები სახელოვნებო წიგნშია შესული. 21.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-21T13:57+0400
2023-08-21T13:57+0400
2023-08-21T18:21+0400
კულტურა საქართველოში
საქართველო
საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250962413_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_f2fc573ee28480531ccd7e8ebd7b0c4a.jpg
დღეს მხატვარს, პედაგოგსა და ტანსაცმლის დიზაინერს თეა ქუტაშვილს გაგაცნობთ. ის შიდა ქართლის მხატვართა კავშირის წევრია. ჰქონდა პერსონალური გამოფენა და არაერთ ჯგუფურ გამოფენაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. როდესაც გამოვიდა სახელოვნებო წიგნი „ქართლის პალიტრა“, მასში თეას არაერთი ნამუშევარი მოხვდა. ხელოვნების გარდა პედაგოგიურ სფეროშიც საქმიანობს, არის კასპის N3 საბავშვო ბაგა-ბაღის გამგე, პარალელურად პირველი საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელია.- ქალბატონო თეა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენს მომავალზე გავლენა იქონიეს?- სკოლაში ჩემი პირველი დამრიგებელი იყო ელიზა გოგოლაძე, რომელიც ხატვას მასწავლიდა და ჩემს მშობლებს დაჟინებით სთხოვდა, რომ ხელოვნების სპეციალურ სკოლაში მევლო. სკოლიდან მახსოვს ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის საყვარელი მასწავლებელი ნათია სუხაშვილიც, რომელიც ასევე ხშირად აღნიშნავდა ხელოვნებისადმი ჩემ დიდ სიყვარულს და მირჩევდა, რომ ხატვაზე უარი არასოდეს მეთქვა. კიდევ გავიხსენებ ხატვის მასწავლებელს იორამ იმედაშვილს, რომელთანაც რამდენიმე დასამახსოვრებელი გაკვეთილი მაკავშირებს. მაშინ მძიმე 90-იანი წლები იყო, რის გამოც ხატვის წრეზე მისვლა ვერ მოვახერხე. კასპის პირველი საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე თბილისის სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში მხატვარი-დიზაინერის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ფაკულტეტზე ჩავაბარე.- აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება როდის დაიწყეთ?- როგორც პროფესიონალმა მხატვარმა, აქტიური ცხოვრება ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დავიწყე, როცა ჯგუფურ გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. სტუდენტობის მერე კი საკუთარი ნამუშევრებით რეგიონისა თუ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ფესტივალებსა თუ ღონისძიებებზე გამოვდიოდი. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს გაიმართა კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. 2012 წელს შიდა ქართლის სახელით თბილისში, „ექსპო-ჯორჯიას“ საერთაშორისო საგამოფენო სივრცეში წარმადგინეს. გავიხსენებ 2006 წელს ონში გამართულ ჯგუფურ გამოფენას, რომელმაც შეცვალა ჩემი პირადი ცხოვრება. იმ გამოფენაზე გავიცანი მომავალი მეუღლე, ადამიანი, რომელიც დღემდე ჩემი შემოქმედების ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარია.- ტანსაცმლის დიზაინმა როდის გაგიტაცათ?- უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს ვეზიარე. ტანსაცმლის დიზაინმაც გამიტაცა და ბევრი მოდელი მაქვს შექმნილი. შევიყვარე ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, შევისწავლე თექა. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადი საქმეა, ჩემი შემოსავლის წყარო იყო დიდი ხნის მანძილზე. 2013 წელს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ, როგორც თექის სპეციალისტს, სერტიფიკატი გადმომცა. როცა კასპში გაიხსნა თექის შემსწავლელი კურსები, მას მე ვხელმძღვანელობდი, პარალელურად ინდივიდუალურ შეკვეთებსაც ვიღებდი.- ხელოვნების გარდა მომავალი თაობის აღზრდასაც ემსახურებით...- სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტის დამთავრების მერე მომავალი თაობის აღზრდას ვემსახურები. საბავშვო ბაგა-ბაღში მუშაობა მართლაც ძალიან საპასუხისმგებლოა. ამ საქმეს პატარებისადმი უსაზღვრო სიყვარული მიადვილებს. ვცდილობ, რომ ბავშვებს ყოველი დღე გავულამაზო, ამისთვის ბაღის ინტერიერიც მოვხატე, რათა აქ ყოფნა მათთვის სასიამოვნო იყოს. ვცდილობ ყოველდღიური აქტივობები შემოქმედებითი გავხადო, რასაც თანამშრომლების დახმარებით ვახერხებ. საბავშვო ბაღს მეორე, არანაკლებ საპასუხისმგებლო სამსახური – სკოლაც შევუთავსე.- თქვენი ჩატარებული პირველი გაკვეთილი როგორ გახსენდებათ?- ჩემი პირველი გაკვეთილი საკმაოდ ემოციური გამოვიდა. როდესაც მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ზაფხულის არდადეგებს განვიხილავდით, ერთ-ერთმა მოსწავლემ ძალიან დიდი სიყვარულით და მონატრებით აღწერა თავისი სოფელი, სადაც ზაფხულობით ჩასვლას ვეღარ ახერხებს. ადრე ქსნის ხეობაში მეც ვისვენებდი და იქ გატარებული ზაფხულის ლამაზი დღეები კარგად მახსოვს. მაშინ ავიღე სხვადასხვა ფერის ცარცი და მთელი დაფა ამ სოფლის ულამაზესი ხედებით მოვხატე. არასდროს დამავიწყდება იმ ბავშვის აღრფთოვანება, როდესაც დავუხატე სოფლის ტაძარი, მდინარე და ის ადგილები, სადაც ბევრჯერ უთამაშია. „ეს მართლა ჩემი სოფელია!" – გახარებული არწმუნებდა თანაკლასელებს. ეს შემთხვევა ალბათ იმის დასტურია, როგორ მოქმედებს ხელოვნება ბავშვის ემოციურ განწყობაზე.ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250962413_64:0:977:685_1920x0_80_0_0_acad9242dddbe5880290abba5685f516.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველო, საინტერესო ადამიანები , ინტერვიუ
კულტურა საქართველოში, საქართველო, საინტერესო ადამიანები , ინტერვიუ
„ეს მართლა ჩემი სოფელია!" - როგორ მოქმედებს ხელოვნება ბავშვის ემოციურ განწყობაზე
13:57 21.08.2023 (განახლებულია: 18:21 21.08.2023) მხატვარ თეა ქუტაშვილის ნამუშევრები სახელოვნებო წიგნშია შესული.
დღეს მხატვარს, პედაგოგსა და ტანსაცმლის დიზაინერს თეა ქუტაშვილს გაგაცნობთ. ის შიდა ქართლის მხატვართა კავშირის წევრია. ჰქონდა პერსონალური გამოფენა და არაერთ ჯგუფურ გამოფენაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. როდესაც გამოვიდა სახელოვნებო წიგნი „ქართლის პალიტრა“, მასში თეას არაერთი ნამუშევარი მოხვდა. ხელოვნების გარდა პედაგოგიურ სფეროშიც საქმიანობს, არის კასპის N3 საბავშვო ბაგა-ბაღის გამგე, პარალელურად პირველი საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელია.
- ქალბატონო თეა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენს მომავალზე გავლენა იქონიეს?
- სკოლაში ჩემი პირველი დამრიგებელი იყო ელიზა გოგოლაძე, რომელიც ხატვას მასწავლიდა და ჩემს მშობლებს დაჟინებით სთხოვდა, რომ ხელოვნების სპეციალურ სკოლაში მევლო. სკოლიდან მახსოვს ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის საყვარელი მასწავლებელი ნათია სუხაშვილიც, რომელიც ასევე ხშირად აღნიშნავდა ხელოვნებისადმი ჩემ დიდ სიყვარულს და მირჩევდა, რომ ხატვაზე უარი არასოდეს მეთქვა. კიდევ გავიხსენებ ხატვის მასწავლებელს იორამ იმედაშვილს, რომელთანაც რამდენიმე დასამახსოვრებელი გაკვეთილი მაკავშირებს. მაშინ მძიმე 90-იანი წლები იყო, რის გამოც ხატვის წრეზე მისვლა ვერ მოვახერხე. კასპის პირველი საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე თბილისის სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში მხატვარი-დიზაინერის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
- აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება როდის დაიწყეთ?
- როგორც პროფესიონალმა მხატვარმა, აქტიური ცხოვრება ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დავიწყე, როცა ჯგუფურ გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. სტუდენტობის მერე კი საკუთარი ნამუშევრებით რეგიონისა თუ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ფესტივალებსა თუ ღონისძიებებზე გამოვდიოდი. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს გაიმართა კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. 2012 წელს შიდა ქართლის სახელით თბილისში, „ექსპო-ჯორჯიას“ საერთაშორისო საგამოფენო სივრცეში წარმადგინეს. გავიხსენებ 2006 წელს ონში გამართულ ჯგუფურ გამოფენას, რომელმაც შეცვალა ჩემი პირადი ცხოვრება. იმ გამოფენაზე გავიცანი მომავალი მეუღლე, ადამიანი, რომელიც დღემდე ჩემი შემოქმედების ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარია.
- ტანსაცმლის დიზაინმა როდის გაგიტაცათ?
- უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს ვეზიარე. ტანსაცმლის დიზაინმაც გამიტაცა და ბევრი მოდელი მაქვს შექმნილი. შევიყვარე ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, შევისწავლე თექა. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადი საქმეა, ჩემი შემოსავლის წყარო იყო დიდი ხნის მანძილზე. 2013 წელს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ, როგორც თექის სპეციალისტს, სერტიფიკატი გადმომცა. როცა კასპში გაიხსნა თექის შემსწავლელი კურსები, მას მე ვხელმძღვანელობდი, პარალელურად ინდივიდუალურ შეკვეთებსაც ვიღებდი.
- ხელოვნების გარდა მომავალი თაობის აღზრდასაც ემსახურებით...
- სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტის დამთავრების მერე მომავალი თაობის აღზრდას ვემსახურები. საბავშვო ბაგა-ბაღში მუშაობა მართლაც ძალიან საპასუხისმგებლოა. ამ საქმეს პატარებისადმი უსაზღვრო სიყვარული მიადვილებს. ვცდილობ, რომ ბავშვებს ყოველი დღე გავულამაზო, ამისთვის ბაღის ინტერიერიც მოვხატე, რათა აქ ყოფნა მათთვის სასიამოვნო იყოს. ვცდილობ ყოველდღიური აქტივობები შემოქმედებითი გავხადო, რასაც თანამშრომლების დახმარებით ვახერხებ. საბავშვო ბაღს მეორე, არანაკლებ საპასუხისმგებლო სამსახური – სკოლაც შევუთავსე.
- თქვენი ჩატარებული პირველი გაკვეთილი როგორ გახსენდებათ?
- ჩემი პირველი გაკვეთილი საკმაოდ ემოციური გამოვიდა. როდესაც მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ზაფხულის არდადეგებს განვიხილავდით, ერთ-ერთმა მოსწავლემ ძალიან დიდი სიყვარულით და მონატრებით აღწერა თავისი სოფელი, სადაც ზაფხულობით ჩასვლას ვეღარ ახერხებს. ადრე ქსნის ხეობაში მეც ვისვენებდი და იქ გატარებული ზაფხულის ლამაზი დღეები კარგად მახსოვს. მაშინ ავიღე სხვადასხვა ფერის ცარცი და მთელი დაფა ამ სოფლის ულამაზესი ხედებით მოვხატე. არასდროს დამავიწყდება იმ ბავშვის აღრფთოვანება, როდესაც დავუხატე სოფლის ტაძარი, მდინარე და ის ადგილები, სადაც ბევრჯერ უთამაშია. „ეს მართლა ჩემი სოფელია!" – გახარებული არწმუნებდა თანაკლასელებს. ეს შემთხვევა ალბათ იმის დასტურია, როგორ მოქმედებს ხელოვნება ბავშვის ემოციურ განწყობაზე.