საქართველოს ალკოჰოლური სასმელების ბაზარი გაიზრდება - TBC Capital-ის კვლევა

© photo: Sputnik / Stringerსაექსპორტოდ გამზადებული ქართული ღვინო
საექსპორტოდ გამზადებული ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2023
გამოწერა
მეღვინეობის დარგის შემოსავლებში რუსეთის წილმა 2022 წელს 64%-ს მიაღწია, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ალკოჰოლური სასმელების ბაზარი 2023-2027 წლებში წლიური ზრდის სტაბილურ ტემპს (CAGR) აჩვენებს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია TBC Capital-ის კვლევაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, 2023 წელს მოსალოდნელია, რომ ალკოჰოლური სასმელების ბაზრის შემოსავლები დაახლოებით 1.609 მლნ დოლარს მიაღწევს.
მიუხედავად კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევებისა, ღვინის მსოფლიო ინდუსტრია განაგრძობს ზრდას, მათ შორის არის საქართველოს ღვინის სექტორიც.
თუმცა ღვინის წარმოება ბოლო 10 წლის განმავლობაში არასტაბილური ტენდენციებით ხასიათდებოდა. მან შეინარჩუნა დადებითი დინამიკა, განსაკუთრებით, 2013 წელს ქართული ღვინის რუსეთში იმპორტზე შვიდწლიანი ემბარგოს მოხსნის შემდეგ.
ღვინო, მოცვი, თევზის ცხიმი და ლოკოკინები - რომელი აგროპროდუქცია გადის საქართველოდან?>>
ანალიტიკოსების მონაცემებით, 2022 წელს ღვინის ოფიციალურმა წარმოებამ 119 მლნ ლიტრს მიაღწია, რაც თითქმის 2021 წელს მიღწეულ დონეს უტოლდება.
გარდა ამისა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ცქრიალა ღვინოების წარმოება. 2022 წელს წარმოებულია 4,7 მლნ ლიტრი, რაც 2021 წელთან შედარებით 4,5%-ით მეტია.
ქართული ღვინის ექსპორტმა 2022 წელს რეკორდულ დონეს მიაღწია როგორც მოცულობით, ისე შემოსავლებით. საქართველოდან ექსპორტირებული იყო თითქმის 133 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 26%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რუსეთი ქართული ღვინის გასაღების უმნიშვნელოვანეს ბაზრად რჩება. რუსეთის წილმა საქართველოს მეღვინეობის დარგიდან შემოსავლებში 64%-ს მიაღწია, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპის ქვეყნები (13%) და დსთ (8%) ქართული ღვინის გასაღების ბაზრების სამეულში შედიან.
ამავე დროს, ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ბოლო წლებში იკლებს.
ერთი ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი 2022 წელს იყო 2,49 აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.
ღვინო სწორად გასინჯეთ - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2023
ქართული ღვინის კონტროლი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წლიურმა მოხმარებამ 2022 წელს საქართველოში 23 მლნ ლიტრს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. ღვინო ქართულ ოჯახებში კვლავ დომინანტ ალკოჰოლურ სასმელად რჩება. მასზე 2021 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარების 95% მოდის.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთო ბრუნვამ 2022 წელს 1,37 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 4,5%-ით მეტია. ადგილობრივი მწარმოებლების საერთო შემოსავალი რვა წელიწადში 18%-ით (CAGR) გაიზარდა.
TBC Capital-ის ინფორმაციით, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზში ჩართულმა ქართულმა ღვინის კომპანიებმა 2021 წელს გამოიმუშავეს 730 მლნ ლარი, რაც საქართველოში ღვინის წარმოების საერთო მოცულობის 75%-ია. სრული მოგება უმნიშვნელოდ შემცირდა, რაც კომპანიების რენტაბელობის შემცირებაზე მეტყველებს.
ბოლო წლებში ქვეყანაში გაიზარდა ადგილობრივი ლუდსახარშებისა და ლუდის ბრენდების რაოდენობა. ლუდის სექტორის საერთო ბრუნვამ 2022 წელს 495 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემზე 30%-ით მეტია.
შამუგია: მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩებათ ჩაუბარებელი>>
ბოლო წლებში ლუდის წარმოება იზრდება. 2021 წელს 111 მლნ ლიტრს მიაღწია, რაც 2020 წლის მონაცემზე 2,4%-ით მეტია. რაც შეეხება წარმოების ღირებულებას, მან 214 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 6,5%-ით მეტია.
ლუდის წლიურმა მოხმარებამ საქართველოში 2022 წელს 2,7 მლნ ლიტრს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 5,6%-ით ზრდაზე მეტყველებს. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ლუდის მოხმარება საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0