https://sputnik-georgia.com/20230810/samugia-mevenaxeebs-arcerti-kilogrami-yurzeni-ar-darcebat-caubarebeli-281112809.html
შამუგია: მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩებათ ჩაუბარებელი
შამუგია: მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩებათ ჩაუბარებელი
Sputnik საქართველო
ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს, სახელმწიფო საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს. 10.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-10T16:48+0400
2023-08-10T16:48+0400
2023-08-10T21:10+0400
ქართული ღვინო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863061_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_fdca12d22156a31c4c2846b64dade53a.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ყველანაირად მზად ვიქნებით, რათა მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „რთველი 2023“-ის საორგანიზაციო საკითხებსა და სუბსიდირებაზე საუბრისას.გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ყურძნის ჯიშების სუბსიდირებას წელსაც განახორციელებს. კერძოდ, მიმდინარე წელს, მთავრობის განკარგულებით, სუბსიდიის ოდენობა აღნიშნული ჯიშის ყურძენზე იქნება 20 თეთრი ყოველ კილოგრამზე.შამუგიას ინფორმაციით, „რთველი2023"-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თელავში თვის ბოლოს რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება, რომელიც 24-საათიანი რეჟიმში იმუშავებს. შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პროცესში კი ჩართული იქნება მუნიციპალიტეტების ყველა შესაბამისი სამსახური.შამუგიას განმარტებით, ყოველწლიურად უმჯობესდება ღვინის ხარისხი და იზრდება ღვინის ექსპორტი.„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მეტად იყვნენ წარმოდგენილი ყველა პრიორიტეტულ ბაზარზე და ჩვენი ღვინის ექსპორტი იყოს მზარდი“, – განაცხადა მან.მინისტრი მიიჩნევს, რომ წლევანდელი მოსავალი შედარებით ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან, რადგან კლიმატურმა პირობებმა გავლენა იქონია ყურძნის რაოდენობასა და ხარისხზე. რაც შეეხება ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, მას სახელმწიფო საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს.სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც „რთველი 2023"-ის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ და/ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა.მთავრობა ყურძენზე სუბსიდიას წელსაც გასცემს>>წელს სუბსიდიის საერთო ბიუჯეტი განსაზღვრულია 50 მლნ ლარის ოდენობით.მეღვინეობის დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 2022 წელსაც განახორციელა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფოს დაახლოებით 100 მლნ ლარი დაუჯდა, თუმცა მობილიზებული იყო 150 მლნ ლარი.გასულ წელს საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი გადამუშავდა, ხოლო მევენახეების საერთო შემოსავალმა 270 მლნ ლარს მიაღწია.ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანამ 2022 წელს ექსპორტზე 66 ქვეყანაში 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინო გაიტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863061_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0828ccd46716bacb3a75f2f85b90a851.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ღვინო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
შამუგია: მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩებათ ჩაუბარებელი
16:48 10.08.2023 (განახლებულია: 21:10 10.08.2023) ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს, სახელმწიფო საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ყველანაირად მზად ვიქნებით, რათა მევენახეებს არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „რთველი 2023“-ის საორგანიზაციო საკითხებსა და სუბსიდირებაზე საუბრისას.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ყურძნის ჯიშების სუბსიდირებას წელსაც განახორციელებს. კერძოდ, მიმდინარე წელს, მთავრობის განკარგულებით, სუბსიდიის ოდენობა აღნიშნული ჯიშის ყურძენზე იქნება 20 თეთრი ყოველ კილოგრამზე.
შამუგიას ინფორმაციით, „რთველი2023"-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თელავში თვის ბოლოს რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება, რომელიც 24-საათიანი რეჟიმში იმუშავებს. შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პროცესში კი ჩართული იქნება მუნიციპალიტეტების ყველა შესაბამისი სამსახური.
„ვფიქრობთ, სუბსიდია ჯერ კიდევ საჭირო და მნიშვნელოვანია დარგისთვის, თუმცა წელს ეს არის გაცილებით ნაკლები ოდენობის თანხა, ვიდრე იყო თუნდაც შარშან და გასულ წლებში, როდესაც სუბსიდია 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენდა. შემცირების საშუალება ჩვენ მოგვცა სწორედ იმ გატარებულმა პოლიტიკამ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
შამუგიას განმარტებით, ყოველწლიურად უმჯობესდება ღვინის ხარისხი და იზრდება ღვინის ექსპორტი.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მეტად იყვნენ წარმოდგენილი ყველა პრიორიტეტულ ბაზარზე და ჩვენი ღვინის ექსპორტი იყოს მზარდი“, – განაცხადა მან.
მინისტრი მიიჩნევს, რომ წლევანდელი მოსავალი შედარებით ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან, რადგან კლიმატურმა პირობებმა გავლენა იქონია ყურძნის რაოდენობასა და ხარისხზე. რაც შეეხება ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, მას სახელმწიფო საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც „რთველი 2023"-ის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ და/ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა.
წელს სუბსიდიის საერთო ბიუჯეტი განსაზღვრულია 50 მლნ ლარის ოდენობით.
მეღვინეობის დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 2022 წელსაც განახორციელა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფოს დაახლოებით 100 მლნ ლარი დაუჯდა, თუმცა მობილიზებული იყო 150 მლნ ლარი.
გასულ წელს საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი გადამუშავდა, ხოლო მევენახეების საერთო შემოსავალმა 270 მლნ ლარს მიაღწია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანამ 2022 წელს ექსპორტზე 66 ქვეყანაში 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინო გაიტანა.