მთავრობა ყურძენზე სუბსიდიას წელსაც გასცემს

© photo: Sputnik / Stringerრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2023
გამოწერა
ხელისუფლებამ გასულ წელსაც გამოყო სუბსიდია „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენზე და იგი 1 კგ-ზე 0,35 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ყურძნის ჯიშების სუბსიდირებას წელსაც განახორციელებს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც „რთველი 2023"-ის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ და/ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა.

„კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ „რქაწითელისა“ და 1 კგ „კახური მწვანისათვის“ 0,20 ლარს", – ნათქვამია განცხადებაში.

რთველი კახეთში უახლოეს დღეებში დაიწყება. რთველი 2023"-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება, რომელიც 24-საათიანი რეჟიმში იმუშავებს.
მეღვინეობის დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 2022 წელსაც განახორციელა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფოს დაახლოებით 100 მლნ ლარი დაუჯდა, თუმცა მობილიზებული იყო 150 მლნ ლარი.
გასულ წელს საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი გადამუშავდა, ხოლო მევენახეების საერთო შემოსავალმა 270 მლნ ლარს მიაღწია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანამ 2022 წელს ექსპორტზე 66 ქვეყანაში 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინო გაიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0