https://sputnik-georgia.com/20230821/olaf-solci-dasavleti-putins-damxobas-ar-gegmavs-281514780.html
შოლცი: დასავლეთი პუტინის დამხობას არ გეგმავს
შოლცი: დასავლეთი პუტინის დამხობას არ გეგმავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შიშობს, რომ დასავლეთი მისი რეჟიმის დამხობას აპირებს, მაგრამ ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს... 21.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-21T12:40+0400
2023-08-21T12:40+0400
2023-08-21T18:05+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია
ოლაფ შოლცი
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281254202_0:0:2216:1247_1920x0_80_0_0_df0477490923ef6bd9a0676205a07854.jpg
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შიშობს, რომ დასავლეთი მისი რეჟიმის დამხობას აპირებს, მაგრამ ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მოუწევს შეგუება იმ ფაქტთან, რომ „მის გვერდით არსებობს ევროკავშირი — ღია საზოგადოებებისა და ლიბერალური დემოკრატიების გაერთიანება“.გერმანული მედიის ცნობით, მანამდე, 13 აგვისტოს ტელეარხ ZDF-ის ეთერში შოლცმა თავშეკავებულად ისაუბრა უკრაინისთვის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტა Taurus-ების გადაცემის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, გერმანია კვლავაც „ძალიან დეტალურად აწონ-დაწონის თითოეულ გადაწყვეტილებას, რათა გაიაზროს, რა მუშაობს, რას აქვს აზრი, როგორი შეიძლება იყოს გერმანიის წვლილი“.ამასთან ერთად გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მიზანია, არ დაუშვას, რომ გერმანია უკრაინის ომში კონფლიქტის მხარის სახით ჩაერთოს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ არიან და არც იქნებიან გერმანელი ჯარისკაცები უკრაინაში.წყარო: Augsburger- Allgemeine
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281254202_97:0:2061:1473_1920x0_80_0_0_3425cb2b6fc4668efd32a0f4909d585e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გერმანია , ოლაფ შოლცი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გერმანია , ოლაფ შოლცი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შიშობს, რომ დასავლეთი მისი რეჟიმის დამხობას აპირებს, მაგრამ ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
„ვინ სად ზის, [რა პოზიციებს იკავებს], ჩვენ არ ვწყვეტთ. ჩვენ ასევე არ ვგეგმავთ რეჟიმის შეცვლას, თუმცა პუტინს ეშინია, რომ სწორედ ეს არის ჩვენი გეგმა. <...> მაგრამ საკუთარ დიქტატურაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მას აკისრია. ეს ჩვენი თემა არ არის“, — აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.
შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მოუწევს შეგუება იმ ფაქტთან, რომ „მის გვერდით არსებობს ევროკავშირი — ღია საზოგადოებებისა და ლიბერალური დემოკრატიების გაერთიანება“.
გერმანული მედიის ცნობით, მანამდე, 13 აგვისტოს ტელეარხ ZDF-ის ეთერში შოლცმა თავშეკავებულად ისაუბრა უკრაინისთვის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტა Taurus-ების გადაცემის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, გერმანია კვლავაც „ძალიან დეტალურად აწონ-დაწონის თითოეულ გადაწყვეტილებას, რათა გაიაზროს, რა მუშაობს, რას აქვს აზრი, როგორი შეიძლება იყოს გერმანიის წვლილი“.
ამასთან ერთად გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მიზანია, არ დაუშვას, რომ გერმანია უკრაინის ომში კონფლიქტის მხარის სახით ჩაერთოს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ არიან და არც იქნებიან გერმანელი ჯარისკაცები უკრაინაში.