https://sputnik-georgia.com/20230821/-------281538481.html
მმართველი პარტია მიესალმება პოლიტიკოსების დაფინანსების შემოწმების ინიციატივას
მმართველი პარტია მიესალმება პოლიტიკოსების დაფინანსების შემოწმების ინიციატივას
Sputnik საქართველო
საქართველოში პარტიები ქმნიან აბსურდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფილირებული არიან ამ პარტიულ სტრუქტურებთან, განაცხადა დეპუტატმა. 21.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-21T20:27+0400
2023-08-21T20:27+0400
2023-08-21T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276907332_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_6b32a264347ec6ba41b4ac10d5edda16.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულობების მიღების საკითხის შესწავლის ინიციატივა – კარგი იდეაა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.„რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელმა დავით ჩიხელიძემ აუდიტის სამსახურს მიმართა თხოვნით, შეისწავლოს პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულობების მიღების საკითხი.მისი თქმით, არაერთხელ ითქვა, რომ არიან პარტიები, რომლებიც ქმნიან აბსურდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფილირებული არიან ამ პარტიულ სტრუქტურებთან და შემდეგ იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.„ჩვენი კონსტიტუციით, კანონმდებლობით ეს აკრძალულია“, – განაცხადა ზარქუამ.მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში დეპუტატი მოუწოდებს ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხს შეისწავლიან, გამოაქვეყნონ მონაცემები.ხელისუფლებისთვის ბრძოლა პალატიდან გამოუსვლელად - სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს >>„მოვუწოდებ შემსწავლელ ორგანიზაციებს, მყისიერად გამოაქვეყნონ ის ორგანიზაციები, სახელმწიფოები და სტრუქტურები, ვინც აფინანსებენ ამ რადიკალებს, რომელთა ინტერესში შედის ქაოსი, არეულობა და შემდეგ უკვე მეორე ფრონტის გახსნა, რომელზეც, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებიდან არაერთხელ გვითხრეს“, – განაცხადა ზარქუამ.„რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა“ იმ პარტიებს შორის, რომლებიც უნდა შემოწმდეს კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებული დაფინანსების კუთხით, დაასახელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „მოქალაქეები“, „ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276907332_0:0:909:682_1920x0_80_0_0_e7c2b616431fb7caf571a093204ec2aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მმართველი პარტია მიესალმება პოლიტიკოსების დაფინანსების შემოწმების ინიციატივას
20:27 21.08.2023 (განახლებულია: 22:39 21.08.2023) საქართველოში პარტიები ქმნიან აბსურდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფილირებული არიან ამ პარტიულ სტრუქტურებთან, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულობების მიღების საკითხის შესწავლის ინიციატივა – კარგი იდეაა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
„რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელმა დავით ჩიხელიძემ აუდიტის სამსახურს მიმართა თხოვნით, შეისწავლოს პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულობების მიღების საკითხი.
„ძალიან კარგი ინიციატივაა. არ ვიცი, რა ორგანიზაციამ წამოიწყო. მგონია, რომ არა აუდიტის სამსახურს, არამედ უნდა მიმართონ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომლის უფლებამოსილებაშიც გადადის ეს ფუნქცია, თუ არ ვცდები, შემოდგომიდან. შესაბამისად, თუ სადმე არის მსგავსი დარღვევა, უნდა აღიკვეთოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზარქუამ.
მისი თქმით, არაერთხელ ითქვა, რომ არიან პარტიები, რომლებიც ქმნიან აბსურდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფილირებული არიან ამ პარტიულ სტრუქტურებთან და შემდეგ იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
„ჩვენი კონსტიტუციით, კანონმდებლობით ეს აკრძალულია“, – განაცხადა ზარქუამ.
მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში დეპუტატი მოუწოდებს ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხს შეისწავლიან, გამოაქვეყნონ მონაცემები.
„მოვუწოდებ შემსწავლელ ორგანიზაციებს, მყისიერად გამოაქვეყნონ ის ორგანიზაციები, სახელმწიფოები და სტრუქტურები, ვინც აფინანსებენ ამ რადიკალებს, რომელთა ინტერესში შედის ქაოსი, არეულობა და შემდეგ უკვე მეორე ფრონტის გახსნა, რომელზეც, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებიდან არაერთხელ გვითხრეს“, – განაცხადა ზარქუამ.
„რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა“ იმ პარტიებს შორის, რომლებიც უნდა შემოწმდეს კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებული დაფინანსების კუთხით, დაასახელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „მოქალაქეები“, „ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.