ოპოზიციონერმა უმუშევრობის ახალი მონაცემები სკეპტიკურად შეაფასა

© Parliament of Georgiaალექსანდრე რაქვიაშვილი
ალექსანდრე რაქვიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
გამოწერა
საქართველოში ამჟამად 266,9 ათასი უმუშევარია.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. უმუშევრობა ადამიანების კერძო სექტორში დასაქმების ხარჯზე უნდა შემცირდეს და უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებშია მითითებული, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
უმუშევრობის დონემ 2023 წლის მეორე კვარტალში 16,7% შეადგინა, ანუ 2022 წლის ამავე პერიოდთან შეადრებით 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მონაცემებში.

„უკეთესი იქნებოდა, ეკონომიკური ზრდა რაღაც გარე ფაქტორების, რუსეთიდან დოლარების შემოდინების ხარჯზე არ ხდებოდეს, უმუშევრობა კერძო სექტორში დასაქმების ხარჯზე მცირდებოდეს და არა, მათ შორის, საჯარო სექტორში სხვადასხვა ფიქტიური დასაქმებით", – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, ათობით ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, თუმცა საჯარო სექტორში დასაქმებულებად არიან მიჩნეული.
საუბარია სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც 2022 წლის 1 მარტს ამოქმედდა. 2023 წლის მაისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდნენ, 29 ათასს გადააჭარბა.
რაც შეეხება უმუშევრობის ბოლო სტატისტიკას, რაქვიაშვილის თქმით, "თავისთავად ამ მონაცემებში არაფერი უცნაური არ არის, პირიქით, ძალიანაც მოსალოდნელია".
უმუშევრობის დონე შემცირდა - 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემები>>
„უმუშევრობის დონის, თუ არ ვცდები, მხოლოდ 1,5%-ით შემცირება ძალიან ცოტაა, რადგან 16-პროცენტიანი უმუშევრობა გვაქვს. იდეალურ შემთხვევაში კი უმუშევრობა სულ რამდენიმე პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს", – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
უმუშევართა რაოდენობა 2023 წლის მეორე კვარტალში 14,6 ათასით, ანუ 5,2%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 266,9 ათასი ადამიანი შეადგინა.
სიღარიბესთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ სიღარიბის აღმოსაფხვრელად რიგი სახელმწიფო პროგრამები აამოქმედა.
ყველა ახალი ამბავი
0