უმუშევრობის დონე შემცირდა - 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
გამოწერა
საქართველოში უმუშევარი მამაკაცი უფრო მეტია (18,5%), ვიდრე ქალი (14,5%).
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. უმუშევართა რაოდენობა 2023 წლის მეორე კვარტალში 14,6 ათასით, ანუ 5,2%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 266,9 ათასი ადამიანი შეადგინა, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უმუშევრობის დონემ 2023 წლის მეორე კვარტალში 16,7% შეადგინა, ანუ 2022 წლის ამავე პერიოდთან შეადრებით 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2022 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 18%-ის დონეზე იყო.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
ამასთან, უმუშევრობა მხოლოდ ქალაქური ტიპის დასახლებებში შემცირდა. ქალაქებში უმუშევრობის დონე შემცირდა 2,5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლებში გაიზარდა 0,2%-ით. მიუხედავად ამისა, უმუშევრობის დონე ქალაქებში უფრო მეტია, ვიდრე სოფლებში – 17,7% 15,3%-თან.
ტრადიციულად უმუშევრობა მამაკაცებში უფრო მეტია – 18,5%. ქალებს შორის უმუშევრობის დონემ 14,5% შეადგინა. თუ 2023 წლის მონაცემებს 2022 წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შევადარებთ, ქალებს შორის უმუშევრობის დონე შემცირდა 0,5 პროცენტული პუნქტით, ხოლო მამაკაცებში – 2%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0