https://sputnik-georgia.com/20230818/hidroeleqtrosadgurebma-eleqtroenergiis-gamomusaveba-seamcires-axali-monacemebi-281466222.html
ჰიდროელექტროსადგურებმა ელექტროენერგიის გამომუშავება შეამცირეს - ახალი მონაცემები
ჰიდროელექტროსადგურებმა ელექტროენერგიის გამომუშავება შეამცირეს - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 70% ჰიდროელექტროსადგურებმა დააკმაყოფილა. 18.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-18T11:02+0400
2023-08-18T11:02+0400
2023-08-18T18:09+0400
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/17/248031766_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_1ad244fadb211d80591f140d541dba76.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებმა 2023 წლის იანვარი–ივნისში 5,3 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემზე 3,6%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ელეტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში. საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 70% დაკმაყოფილდა ჰიდროელექტროსადგურების მიერ, 22% – თბოელექტროსადგურების, 8% – იმპორტის და 0,6% – ქარის ელექტროსადგურის მიერ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნის დიდ წილს „ენგურჰესი" აკმაყოფილებს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 9,3%-ით შემცირდა გასული წლის იანვარი–ივნისთან შედარებით და 6,9 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. ანალიტიკური კომპანია Galt & Taggart-ის კვლევამ აჩვენა, რომ ეს გამოწვეული იყო Georgian Manganese-ის, მეტალურგიული და მაინინგ-კომპანიების მიერ წარმოების შემცირებით, რაც მათ პროდუქტებზე მოთხოვნისა და ფასების კლებით იყო განპირობებული. კვლევის ავტორების აზრით, ეს ტენდენცია 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება. რამდენით გაიზარდა ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება>>ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს, ქვეყანა შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე დადგეს. ენერგოდამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები. ESCO-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა>>გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია. გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/17/248031766_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_bbf37241205e488f209ed0287257e58a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ჰიდროელექტროსადგურებმა ელექტროენერგიის გამომუშავება შეამცირეს - ახალი მონაცემები
11:02 18.08.2023 (განახლებულია: 18:09 18.08.2023) საანგარიშო პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 70% ჰიდროელექტროსადგურებმა დააკმაყოფილა.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებმა 2023 წლის იანვარი–ივნისში 5,3 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემზე 3,6%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ელეტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 70% დაკმაყოფილდა ჰიდროელექტროსადგურების მიერ, 22% – თბოელექტროსადგურების, 8% – იმპორტის და 0,6% – ქარის ელექტროსადგურის მიერ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნის დიდ წილს „ენგურჰესი" აკმაყოფილებს.
„2023 წლის ექვს თვეში „ენგურჰესის" გენერაცია 12,5%-ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში ჰესმა ჯამში 1,4 მილიარდ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგია გამოიმუშავა", – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 9,3%-ით შემცირდა გასული წლის იანვარი–ივნისთან შედარებით და 6,9 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
ანალიტიკური კომპანია Galt & Taggart-ის კვლევამ აჩვენა, რომ ეს გამოწვეული იყო Georgian Manganese-ის, მეტალურგიული და მაინინგ-კომპანიების მიერ წარმოების შემცირებით, რაც მათ პროდუქტებზე მოთხოვნისა და ფასების კლებით იყო განპირობებული.
კვლევის ავტორების აზრით, ეს ტენდენცია 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს, ქვეყანა შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე დადგეს.
ენერგოდამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ESCO-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.