საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerგანათება ძველ თბილისში
განათება ძველ თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2023
გამოწერა
საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 69,7%-ით დააკმაყოფილა ჰიდროელექტროსადგურებმა, 21,9%-ით - თბოელექტროსადგურებმა, 7,8%-ით - იმპორტმა და 0,6%-ით - ქარის ელექტროსადგურებმა.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა 2023 წლის პირველ კვარტალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,1%-ით შემცირდა, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარების დონემ 6,6 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა.
კვლევამ აჩვენა, რომ ეს გამოწვეული იყო Georgian Manganese-ის, მეტალურგიული და მაინინგ-კომპანიების მიერ წარმოების შემცირებით, რაც მათ პროდუქტებზე მოთხოვნისა და ფასების კლებით იყო განპირობებული.
კვლევის ავტორების თვალსაზრისით, ეს ტენდენცია 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
იმავდროულად, იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება საცალო ბაზარზე, რომლის მოცულობამ მოხმარების მთლიანი ბაზრის 55,9% შეადგინა და პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,7%-ით გაიზარდა.
ამავდროულად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა თბილისში გაუტოლდა საქართველოს სხვა რეგიონებში მოხმარების ზრდას.
საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 69,7%-ით დააკმაყოფილა ჰიდროელექტროსადგურებმა, 21,9%-ით - თბოელექტროსადგურებმა, 7,8%-ით - იმპორტმა და 0,6%-ით - ქარის ელექტროსადგურებმა.
ყველა ახალი ამბავი
0