მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანკარამ მოსკოვი გააფრთხილა: საზღვაო ინციდენტები დაუშვებელია

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ რუსული მხარე გააფრთხილა იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო წყლებში ინციდენტები დაუშვებელია“, იუწყება სააგენტო Reuters.

„შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდა სატვირთო გემი, რუსულ მხარეს სათანადო გაფრთხილება გაეგზავნა შავ ზღვაში დაძაბულობის ესკალაციის მსგავსი მცდელობების თავიდან აცილების თაობაზე“, — ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებაში.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 13 აგვისტოს დილით რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში „გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა“ პალაუს დროშით მცურავ გემ Sukru Okan-ს, რომელმაც არ უპასუხა რუსების მოთხოვნებს, შეჩერებულიყო დასათვალიერებლად. ამის შემდეგ რუსულმა თავდაცვითმა უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ათვალიერებენ გემზე ვერტმფრენიდან დაშვებული რუსი სამხედროები ხომალდს თურქეთის სანაპირო ხაზიდან დაახლოებით 60 კილომეტრში — სტამბულთან ახლოს.
ამ ინციდენტის შემდეგ სააგენტო Reuters წერდა, რომ რუსეთის მიერ თურქეთის სანაპიროსთან გემზე მოწყობილი რეიდი ნატოს წევრი ქვეყნის საზღვართან სამხედრო ოპერაციის რისკებს ქმნის; ამასთან ეს ფაქტი ზრდის ანკარის ფსონებს, რომელიც ცდილობს, რომ მოსკოვი „მარცვლეულის გარიგებაში" დააბრუნოს და შავ ზღვაში სიტუაცია „ცოტა დაამშვიდოს“.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0