რა ახდენს საქართველოში დასაქმების ზრდაზე გავლენას - მინისტრის მოადგილის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
გამოწერა
მეორე კვარტლის მიხედვით, უმუშევრობის დონე მინიმუმამდეა შემცირებული.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება შრომის ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე – მეორე კვარტლის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,7 ათასი ადამიანით (5,6%) გაიზარდა და 916,7 ათასი ადამიანი შეადგინა. თვითდასაქმებულთა რაოდენობა 9 ათასით (2,2%) გაიზარდა და 410,2 ათასი შეადგინა.

„მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებზე... კერძოდ, მეორე კვარტლის მონაცემებით, ისტორიულ მაქსიმუმზეა დასაქმებულთა რაოდენობა და 1.327,4 ათასს შეადგენს, ხოლო წლიურად დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 57 ათასით არის გაზრდილი“, – განაცხადა ცინცაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ექვსი თვის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7,6%-ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონის ფართო ჭრილში და ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით.
უმუშევრობის დონე შემცირდა - 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემები>>>
როგორც ცინცაძემ განმარტა, მეორე კვარტლის შედეგებით მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და იგი 16,7%-ს შეადგენს.
„ხაზგასასმელია, რომ უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც, ზოგადად, შრომის ბაზარზე მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს“, – განაცხადა ცინცაძემ.
უმუშევართა რაოდენობა 2023 წლის მეორე კვარტალში 14,6 ათასით, ანუ 5,2%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 266,9 ათასი ადამიანი შეადგინა.
უმუშევრობის დონემ 2023 წლის მეორე კვარტალში 16,7% შეადგინა, ანუ 2022 წლის ამავე პერიოდთან შეადრებით 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2022 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 18%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0