https://sputnik-georgia.com/20230817/saqartvelom-mocvis-eqsporti-orjer-gazarda-281330265.html
საქართველომ მოცვის ექსპორტი ორჯერ გაზარდა
საქართველომ მოცვის ექსპორტი ორჯერ გაზარდა
Sputnik საქართველო
2023 წელს მოცვის ექსპორტის დიდი ნაწილი – მთლიანი ღირებულების 91,7% რუსეთზე მოდის. 17.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-17T18:03+0400
2023-08-17T18:03+0400
2023-08-17T21:13+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24024/58/240245861_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_8c3d34c74f5d25b4c902f1d5e768e43f.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 2,1-ჯერ, 3 ათას ტონამდე გაიზარდა და მისმა ღირებულებამ 18,2 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის კვლევაში. ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ. 2023 წელს მოცვის ექსპორტის დიდი ნაწილი (მთლიანი ღირებულების 91,7%) რუსეთზე მოდის. დანარჩენი 8,3%-დან 3% გავიდა სომხეთში, 2,3% – ევროკავშირის ქვეყნებში (პოლონეთი, ნიდერლანდი, გერმანია), 1,9% – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და 1,1% – სხვა ქვეყნებში. მოცვის მოყვანის პერსპექტივები საქართველოში - ექსპერტების პროგნოზი>>ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად ეხმარება ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის ასობით ჰექტარზე გაშენებული პლანტაციებია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24024/58/240245861_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_69509f97fdc1bbbb356c2f3ea7adbb76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველომ მოცვის ექსპორტი ორჯერ გაზარდა
18:03 17.08.2023 (განახლებულია: 21:13 17.08.2023) 2023 წელს მოცვის ექსპორტის დიდი ნაწილი – მთლიანი ღირებულების 91,7% რუსეთზე მოდის.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 2,1-ჯერ, 3 ათას ტონამდე გაიზარდა და მისმა ღირებულებამ 18,2 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის კვლევაში.
ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ.
„საექსპორტო თვეები 2023 წელსაც ივნისი და ივლისი იყო. საშუალო საექსპორტო ფასი ივნისში იყო კგ-ზე 6,3 აშშ დოლარი, ხოლო ივლისში – კგ-ზე 5,5 აშშ დოლარი. აღნიშნული თვიური კლება გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარეობს", – ნათქვამია კვლევაში.
2023 წელს მოცვის ექსპორტის დიდი ნაწილი (მთლიანი ღირებულების 91,7%) რუსეთზე მოდის. დანარჩენი 8,3%-დან 3% გავიდა სომხეთში, 2,3% – ევროკავშირის ქვეყნებში (პოლონეთი, ნიდერლანდი, გერმანია), 1,9% – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და 1,1% – სხვა ქვეყნებში.
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად ეხმარება ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის ასობით ჰექტარზე გაშენებული პლანტაციებია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.