https://sputnik-georgia.com/20230814/mocvis-moyvanis-perspeqtivebi-saqartvelosi-eqspertebis-prognozi-281205728.html
მოცვის მოყვანის პერსპექტივები საქართველოში - ექსპერტების პროგნოზი
მოცვის მოყვანის პერსპექტივები საქართველოში - ექსპერტების პროგნოზი
Sputnik საქართველო
შემოსავლები მოცვის ექსპორტიდან ყოველწლიურად იზრდებოდა და 2023 წელს 18,5 მლნ დოლარი შეადგინა. 14.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-14T10:43+0400
2023-08-14T10:43+0400
2023-08-14T10:43+0400
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252207797_0:44:1866:1094_1920x0_80_0_0_59415a7f625d7734f8523f7e987e4d9d.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ლურჯი მოცვის წარმოება 2027 წლისთვის საქართველოში 25 მლნ ტონამდე გაიზრდება 2023 წლის 4 ტონასთან შედარებით, ნათქვამია საინვეტიციო კომპანია Galt&Taggart-ის კვლევაში. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად ეხმარება ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის ასობით ჰექტარი პლანტაციებია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოცვის სექტორი ახალგაზრდა დარგია, რომელიც პრობლემებს აწყდება. ამასთან, უახლოეს 5-10 წელიწადში წარმოების მოსალოდნელი ზრდა ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე. ამ პრობლემების გადასაჭრელად, ექსპერტების აზრით, მწარმოებლებმა ყურადღება პირველ რიგში ხარისხს, ვარგისიანობის ვადასა და საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას უნდა დაუთმონ, ასევე ინვესტიციებს სამაცივრე მეურნეობებსა და სხვა სტრუქტურებში. შემოსავლები ექსპორტიდან ყოველწლიურად იზრდებოდა და 2023 წელს 18,5 მლნ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთავრობა ფერმერებს მოცვის ბაღების გაშენებაში ეხმარება>>რაოდენობრივი თვალსაზრისით, მოცვის ექსპორტი სამჯერ გაიზარდა. საშუალო საექსპორტო ფასი 1 კგ ლურჯ მოცვზე 6,1 დოლარია. მოცვის წარმოების მსოფლიო ტენდენციები 2017-2021 წლებში მსოფლიოში მოცვის წარმოება ყოველწლიურად საშუალოდ 19,6%-ით იზრდებოდა 1,8 მილიარდ კილოგრამამდე და IBO-ს პროგნოზით, 2025 წლისთვის 3 მლრდ კილოგრამს მიაღწევს. მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252207797_175:0:1691:1137_1920x0_80_0_0_a207d55d96845a47ce6630c5202b400e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო
მოცვის მოყვანის პერსპექტივები საქართველოში - ექსპერტების პროგნოზი
შემოსავლები მოცვის ექსპორტიდან ყოველწლიურად იზრდებოდა და 2023 წელს 18,5 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ლურჯი მოცვის წარმოება 2027 წლისთვის საქართველოში 25 მლნ ტონამდე გაიზრდება 2023 წლის 4 ტონასთან შედარებით, ნათქვამია საინვეტიციო კომპანია Galt&Taggart-ის კვლევაში.
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად ეხმარება ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის ასობით ჰექტარი პლანტაციებია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
„საქართველოში ლურჯი მოცვით გაშენებული ბაღების ჯამურმა ფართობმა 2.000 ჰა-ს გადააჭარბა 2022 წლის ბოლოსთვის... საქართველოში მოცვის ბაღები ჰექტარზე 14,5 ტონა მოსავალს იძლევა, რაც ქვეყანას გლობალურად მე-7 ადგილზე აყენებს", - ნათქვამია კვლევაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოცვის სექტორი ახალგაზრდა დარგია, რომელიც პრობლემებს აწყდება. ამასთან, უახლოეს 5-10 წელიწადში წარმოების მოსალოდნელი ზრდა ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე.
ამ პრობლემების გადასაჭრელად, ექსპერტების აზრით, მწარმოებლებმა ყურადღება პირველ რიგში ხარისხს, ვარგისიანობის ვადასა და საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას უნდა დაუთმონ, ასევე ინვესტიციებს სამაცივრე მეურნეობებსა და სხვა სტრუქტურებში.
შემოსავლები ექსპორტიდან ყოველწლიურად იზრდებოდა და 2023 წელს 18,5 მლნ დოლარს მიაღწია.
რაოდენობრივი თვალსაზრისით, მოცვის ექსპორტი სამჯერ გაიზარდა. საშუალო საექსპორტო ფასი 1 კგ ლურჯ მოცვზე 6,1 დოლარია.
მოცვის წარმოების მსოფლიო ტენდენციები
2017-2021 წლებში მსოფლიოში მოცვის წარმოება ყოველწლიურად საშუალოდ 19,6%-ით იზრდებოდა 1,8 მილიარდ კილოგრამამდე და IBO-ს პროგნოზით, 2025 წლისთვის 3 მლრდ კილოგრამს მიაღწევს.
მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.