https://sputnik-georgia.com/20230817/kvebis-produqtebis-fasebi-281323724.html
კვების პროდუქტების ფასები - რა გაიაფდა და რა გაძვირდა
კვების პროდუქტების ფასები - რა გაიაფდა და რა გაძვირდა
Sputnik საქართველო
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში ივლისში 0,3% შეადგინა. 17.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-17T14:54+0400
2023-08-17T14:54+0400
2023-08-17T18:44+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/06/266485720_0:59:3138:1824_1920x0_80_0_0_75892efda49f4e3dc72581d08525b18c.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში კვების პროდუქტები წლის განმავლობაში მთლიანობაში 0,8%-ით გაძვირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" 2023 წლის ივლისის მონაცემებში. წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა კომბოსტო (65,7%), მსხალი (44,1%) და წიწაკა (38,8%). ფასები კიტრზე გაიზარდა 30%-ით, ტომატ-პასტაზე – 27,8%-ით, სიმინდის ფქვილზე – 23,8%-ით, მწვანილზე – 22,8%-ით, საქონლის ხორცზე – 17%-ით. ცოცხალ თევზზე – 11,8%-ით, ქათმის კვერცხზე – 11,1%-ით. რაც შეეხება გაიაფებულ საქონელს, ყველაზე მეტად გაიაფდა მზესუმზირის ზეთი (-43,4%), წიწიბურა (-41%) და მარგარინი (-20,1%). გაიაფდა ასევე კაკალი (-12,9%), ყურძენი (-12,8%), ჭარხალი (-15,8%), მანდარინი (-12,5%), იუწყება „საქსტატი". 10%-ზე ნაკლებით გაიაფდა ხორბლის ფქვილი, პური, ბრინჯი, ვერმიშელი, ქათმის ბარკლები, სოსისი, შედედებული რძე, სტაფილო და მარილი. რატომ არის საქართველოში ფასების მინიმალური ზრდა - ეკონომიკის სამინისტროს პასუხი>>„ინფლაციის შემცირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად და ასევე სტრუქტურული გამოწვევების აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ. საქართველოს მთავრობამ ბოლო დროს კონტროლზე აიყვანა ფასების პოლიტიკის საკითხი. კერძოდ, მიმდინარეობს საწვავისა და პირველი აუცილებლობის კვების პროდუქტების ფასების მონიტორინგი, ასევე დაწესებულია რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ ივლისში 0,3% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/06/266485720_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_42557b1eb402c602346f9ab994193764.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები, საქართველო
კვების პროდუქტების ფასები - რა გაიაფდა და რა გაძვირდა
14:54 17.08.2023 (განახლებულია: 18:44 17.08.2023) წლიურმა ინფლაციამ საქართველოში ივლისში 0,3% შეადგინა.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში კვების პროდუქტები წლის განმავლობაში მთლიანობაში 0,8%-ით გაძვირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" 2023 წლის ივლისის მონაცემებში.
წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა კომბოსტო (65,7%), მსხალი (44,1%) და წიწაკა (38,8%).
ფასები კიტრზე გაიზარდა 30%-ით, ტომატ-პასტაზე – 27,8%-ით, სიმინდის ფქვილზე – 23,8%-ით, მწვანილზე – 22,8%-ით, საქონლის ხორცზე – 17%-ით. ცოცხალ თევზზე – 11,8%-ით, ქათმის კვერცხზე – 11,1%-ით.
რაც შეეხება გაიაფებულ საქონელს, ყველაზე მეტად გაიაფდა მზესუმზირის ზეთი (-43,4%), წიწიბურა (-41%) და მარგარინი (-20,1%).
გაიაფდა ასევე კაკალი (-12,9%), ყურძენი (-12,8%), ჭარხალი (-15,8%), მანდარინი (-12,5%),
იუწყება „საქსტატი".
10%-ზე ნაკლებით გაიაფდა ხორბლის ფქვილი, პური, ბრინჯი, ვერმიშელი, ქათმის ბარკლები, სოსისი, შედედებული რძე, სტაფილო და მარილი.
„ინფლაციის შემცირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად და ასევე სტრუქტურული გამოწვევების აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს მთავრობამ ბოლო დროს კონტროლზე აიყვანა ფასების პოლიტიკის საკითხი. კერძოდ, მიმდინარეობს საწვავისა და პირველი აუცილებლობის კვების პროდუქტების ფასების მონიტორინგი, ასევე დაწესებულია რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ ივლისში 0,3% შეადგინა.