https://sputnik-georgia.com/20230817/fineti-udides-sacavs-qmnis-bitvuli-safrtxeebistvis-281297661.html
მზადება ბირთული საფრთხისთვის: ფინეთი ევროკავშირის უდიდეს საცავს ქმნის
მზადება ბირთული საფრთხისთვის: ფინეთი ევროკავშირის უდიდეს საცავს ქმნის
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ფინეთში ევროკავშირის უდიდესი სტრატეგიული საცავი იქმნება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების საპასუხო... 17.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-17T11:18+0400
2023-08-17T11:18+0400
2023-08-17T17:07+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ფინეთი
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277211638_0:0:2047:1151_1920x0_80_0_0_e324c49ab4fff15bf207ed727af31d4a.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ფინეთში ევროკავშირის უდიდესი სტრატეგიული საცავი იქმნება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების საპასუხო საშუალებებისა და მედიკამენტებისთვის, იუწყება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთმა ევროკომისიისგან წლის დასაწყისში მიიღო 242 მილიონი ევრო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული თავდაცვის (CBRN defense) მარაგების შესაქმნელად.საცავში, რომლის შექმნაც 2024 წელს დაიწყება, შეინახება დამცავი აღჭურვილობა, საკონტროლო-საზომი მოწყობილობები, დეტექტორები, ექსპრეს-ტესტები, მედიკამენტები და ვაქცინები. ეს ყველაფერი საგანგებო სიტუაციების დროს იქნება გამოყენებული ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში.პირველი მარაგები საცავში 2024 წლის დასაწყისში შევა.არსებული ცნობით, ანალოგიური საცავები შეიქმნება საფრანგეთში, პოლონეთსა და ხორვატიაში, მაგრამ ფინეთის საცავი ყველაზე დიდი იქნება.აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში ევროკავშირმა უკრაინას 5,5 მილიონი კალიუმის იოდიდის აბი გადასცა, რათა უკრაინელებმა პოტენციური რადიაციული დასხივებისგან თავდაცვა შეძლონ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში.წყარო: MoI Finland
ფინეთი
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277211638_0:0:2047:1535_1920x0_80_0_0_0e6735741fe0b2edab5265e4fe4b7d47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ფინეთი, ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ფინეთი, ევროკავშირი
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ფინეთში ევროკავშირის უდიდესი სტრატეგიული საცავი იქმნება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების საპასუხო საშუალებებისა და მედიკამენტებისთვის, იუწყება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთმა ევროკომისიისგან წლის დასაწყისში მიიღო 242 მილიონი ევრო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული თავდაცვის (CBRN defense) მარაგების შესაქმნელად.
საცავში, რომლის შექმნაც 2024 წელს დაიწყება, შეინახება დამცავი აღჭურვილობა, საკონტროლო-საზომი მოწყობილობები, დეტექტორები, ექსპრეს-ტესტები, მედიკამენტები და ვაქცინები. ეს ყველაფერი საგანგებო სიტუაციების დროს იქნება გამოყენებული ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში.
„არსებული გლობალური ვითარებიდან გამომდინარე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადილოგიური თუ ბირთვული საფრთხეები სულ უფრო მოსალოდნელია. და ეს [საცავის შექმნის] მოტივაციას აძლევს ევროკომისიას“, – განაცხადა პროექტის ავტორმა ტარია რანტალამ.
პირველი მარაგები საცავში 2024 წლის დასაწყისში შევა.
არსებული ცნობით, ანალოგიური საცავები შეიქმნება საფრანგეთში, პოლონეთსა და ხორვატიაში, მაგრამ ფინეთის საცავი ყველაზე დიდი იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში ევროკავშირმა უკრაინას 5,5 მილიონი კალიუმის იოდიდის აბი გადასცა, რათა უკრაინელებმა პოტენციური რადიაციული დასხივებისგან თავდაცვა შეძლონ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში.