ქაღალდისგან აწყობილი ექსკლუზიური ნივთები

© courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევრები
ალესია ლაშხიას ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
გამოწერა
ალესია ლაშხია – ქორეოგრაფი, რომელმაც ხელნაკეთი ნივთების კეთება დაიწყო.
როდესაც ადამიანი ძირითადი საქმის გარეშე რჩება, ხშირად ბავშვობის დროინდელი გატაცება ახსენდება და ძველი ოცნების რეალიზებას იწყებს. ქორეოგრაფ ალესია ლაშხიას შემთხვევაშიც ასე მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა ჩვეულებრივი ქაღალდებისგან ლამაზი ნივთების კეთება დაეწყო. თანაც, ნამუშევრებისთვის წებოს არ იყენებს, ეს კი საქმეს უფრო ართულებს.
© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევარი
ალესია ლაშხიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
ალესია ლაშხიას ნამუშევარი
- ალესია, რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი შემოქმედებითი ფანტაზიის ხორცშესხმისთვის ჩვეულებრივი ქაღალდი გამოგეყენებინათ?
- იმ პერიოდში, უმუშევარი რომ ვიყავი, ძვირიანი მასალის შეძენის საშუალება არ მქონდა, ამიტომ ნივთების გაკეთება ქაღალდისგან დავიწყე. ეს ყველაზე იაფი მასალაა. ძალიან მიყვარს ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა და რასაც ვაკეთებ, არასოდეს ვმეორდები. ამიტომ ყველა მათგანი თითო ცალია, ექსკლუზიური. პირველი ნივთი დედას გავუკეთე დაბადების დღეზე და ეს იყო ყვავილი, რომელიც ყველას ძალიან მოეწონა. სწორედ ეს გახდა ჩემთვის სტიმული. სხვათა შორის, როცა დედას ვაჩუქე, მერე ისეთივე ყვავილი ჩემმა ახლობელმაც შემიკვეთა თავისი შეყვარებულისთვის. ისიც ლამაზი გამოვიდა.
© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხია
ალესია ლაშხია - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
ალესია ლაშხია
- ყველა თქვენს ნამუშევარს წებოს გარეშე აწყობთ?
- დიახ, ყველაფრის აწყობა წებოს გარეშე ხდება, დაახლოებით ისე, როგორც ბავშვები აწყობენ რაიმეს ლეგოთი. თუმცა თუ ვინმეს უნდა, რომ ნივთი სათუთი არ იყოს, ამ შემთხვევაში მას წებოზე ვსვამ, რათა გამაგრდეს.
- ქაღალდის გარდა თუ სცადეთ სხვა მასალის გამოყენება?
- ერთხელ ქსოვილისგან ვცადე, წულისგან. ამ გზით გაკეთებული ნაძვის ხეები ყველას მოსწონს. სამომავლოდ რომელ მასალას ავირჩევ, არ ვიცი, მიყვარს ექსპერიმენტები და სიახლის არ მეშინია. ვიცი, ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, მაგრამ მე შთაგონებას ვუცდი ხოლმე. მერე სურვილი და მონდომაა საჭირო და ყველაფერი გამოვა...
© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევრები
ალესია ლაშხიას ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
ალესია ლაშხიას ნამუშევრები
- ყველაზე ძალიან რისი კეთება გიყვართ?
- მიყვარს გედების გაკეთება. ყველა მათგანი სხვადასხვანაირი გამოდის. მერე ლარნაკებზე გადავედი, ანიმაციურ გმირებსაც ვაკეთებ. როცა მიკვეთავენ ხოლმე, ზომას და ფერებს თავად ირჩევენ, თუმცა ჩემ გემოვნებას ენდობიან.
© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევრები
ალესია ლაშხიას ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
ალესია ლაშხიას ნამუშევრები
- პროფესიით ქორეოგრაფი ხართ...
- ადრე ვცეკვავდი და სხვადასხვა სტუდიებთან ვთანამშრომლობდი, როგორც ქორეოგრაფი. მანამდე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ინსტიტუტის ქორეოგრაფიის ფაკულტეტი დავამთავრე. სადიპლომოდ ხორუმი ავირჩიე და ყველას გაუკვირდა. მიმაჩნია, რომ საოცრად ლამაზი ცეკვაა, რომელშიც ჩემი შტრიხებიც შევიტანე.
© photo: courtesy of Alesya Lashkhiaალესია ლაშხიას ნამუშევარი
ალესია ლაშხიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
ალესია ლაშხიას ნამუშევარი
- ბავშვობიდან რა და ვინ გახსენდებათ?
- თბილისის 66-ე სკოლა, რომელიც დავამთავრე, ბოტანიკური ბაღის უკან მდებარეობს. ისე მოხდა, რომ ამ სკოლასთან ტრადიციულად ჩვენი ოჯახის წევრების საქმიანობაა დაკავშირებული. იქ ბებია ჯერ პიონერხელმძღვანელი იყო, მერე დირექტორის მოადგილე და ბოლოს – დაწყებითი კლასების მასწავლებელი. დედაც იმ სკოლაში სწავლობდა. ასე რომ, ეს სკოლა ჩემი ბავშვობის ნაწილია და ძალიან მშობლიურია. ხშირად დავდიოდით ბოტანიკურ ბაღში, სადაც ყვავილების ლამაზ სამყაროში ყოფნა სიამოვნებას მანიჭებდა. ალბათ სწორედ იქიდან ჩამესახა ხელოვნებისადმი სიყვარული. ნიჭი კი მამისგან გადმომეცა გენეტიკურად.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0