https://sputnik-georgia.com/20230817/-------281387202.html
მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის გადამოწმება ფაქტობრივად დასრულებულია
მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის გადამოწმება ფაქტობრივად დასრულებულია
Sputnik საქართველო
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. 17.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-17T19:44+0400
2023-08-17T19:44+0400
2023-08-17T22:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281247384_0:83:1600:983_1920x0_80_0_0_3a61a05204b0df0b180bd91e7bcf8d2c.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. სტიქიის ეპიცენტრში დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება ფაქტობრივად დასრულებულია, დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქედან 24-ის ვინაობა იდენტიფიცირებულია. უგზო-უკვლოდ ექვსი ადამიანია დაკარგული. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით, რიონის ხეობაში მაშველებმა სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281247384_89:0:1510:1066_1920x0_80_0_0_eeed9baa0d5014400bc8c8ba3883db68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის გადამოწმება ფაქტობრივად დასრულებულია
19:44 17.08.2023 (განახლებულია: 22:17 17.08.2023) შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. სტიქიის ეპიცენტრში დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება ფაქტობრივად დასრულებულია, დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქედან 24-ის ვინაობა იდენტიფიცირებულია. უგზო-უკვლოდ ექვსი ადამიანია დაკარგული. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით, რიონის ხეობაში მაშველებმა სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
„ეს არ არის მცირეწლოვანი, სავარაუდოდ, ზრდასრული მამაკაცია. ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ამ ეტაპზე სამი ცხედარია იდენტიფიცირების გარეშე, დღის ბოლოს ველოდებით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.