საქართველოს და ისრაელის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის - პრემიერების შეხვედრის ასპექტები

© Government of Georgiaბენიამინ ნეთანიაჰუ და ირაკლი ღარიბაშვილი.
ბენიამინ ნეთანიაჰუ და ირაკლი ღარიბაშვილი. - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
გამოწერა
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის, განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
ღარიბაშვილი ისრაელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.

„ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველო და ისრაელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ >>
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელს ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნიათ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.
ეკონომიკა, ტურიზმი და ინვესტიციები - ქართველმა დეპუტატებმა შეხვედრები ისრაელში გამართეს >>
შეხვედრაზე ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში. 2022 წელს საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 37,5 მლნ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0