https://sputnik-georgia.com/20230816/manuchar-qortua-realisturi-mimdinareobis-mxatvari-281274664.html
როცა ხელოვნებაში იოლ გზებს არ ეძებ
როცა ხელოვნებაში იოლ გზებს არ ეძებ
Sputnik საქართველო
მანუჩარ ქორთუა რეალისტური მიმდინარეობის მხატვარია, რომელიც ტელევიზიაში მუშაობს. 16.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-16T15:40+0400
2023-08-16T15:40+0400
2023-08-16T21:16+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/12/250927447_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_bc37c6741815d7dde4bf6009d80ecc96.jpg
მანუჩარ ქორთუა რეალისტური მიმდინარეობის მხატვარია, ამბობს, რომ ხატვის დროს „ხელი ჰიპერრეალიზმისკენ გაურბის“, მაგრამ რადგან არ უნდა, რომ მისი ნახატები ძალიან რეალისტური გამოვიდეს, ამიტომ ცდილობს ნახატში საკუთარი შტრიხებიც შეიტანოს. უფრო ხშირად პორტრეტებს ფოტოებიდან ხატავს, მაგრამ თვლის, რომ რეალისტული პორტრეტი ფოტოასლი არ უნდა იყოს.- მანუჩარ, პორტრეტის დახატვა ნატურიდან უფრო რთულია თუ ფოტოდან?- როცა ნატურით ხატავ, გაცილებით რთულია, მაგრამ ამგვარი ნამუშევარი უფრო ახლოსაა ხელოვნებასთან. დღეს ფოტოთი ვხატავ. მიუხედავად იმისა, რომ ის ნამუშევარი პირი, ანუ ასლია, მაინც ვთვლი, რომ რაღაც ახალს ვქმნი. ასლი კი ისაა, როცა ვიღაცის ნახატს ზუსტად გადაიხატავ. სხვათა შორის, დღევანდელი მხატვრები ხშირად მიმართავენ ხატვის ამ ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნებაში იოლ გზებს ეძებენ. როცა შეკვეთებზე ვმუშაობ, ეს სხვა თემაა, რადგან ყველას უნდა, რომ დახატული სახე რეალურს ძალიან ჰგავდეს.- რეალისტური ნახატების შექმნისთვის უფრო დიდი დროა საჭირო?- დიახ, ასეთი ტილოების შექმნისთვის უფრო დიდი დროა საჭირო და თანაც რეალისტური ნახატის შექმნას უფრო დიდი შრომა სჭირდება. მე მაქვს ნამუშევარი, რომელიც აბსტრაქციაში დავხატე, თუმცა ეს ჩემი სტილი არ არის. აბსტრაქცია უფრო გაადვილებული მხატვრობა მგონია.- პორტრეტების ხატვის დროს ცვლილებების შეტანას თუ გთხოვენ ხოლმე?- მყავდა ასეთი შემკვეთებიც, რომლებიც მთხოვდნენ, მაგრამ მე ცვლილებების მომხრე არ ვარ. ადამიანი ცხვირის ოპერაციის მერე ისედაც სხვას ემსგავსება და საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ჩემთვის მთავარია, ვისაც ვხატავ, მის ხასიათს ჩავწვდე და მისთვის დამახასიათებელი შტრიხები გადმოვცე.- ძირითად საქმიანობაზე რას იტყვით?- „იმედში“ ფაილ-მენეჯერი ვარ, ანუ რა გზავნილებიც შემოდის აქ, ყველა ჯერ ჩემთან მოდის და მერე კონკრეტულ ადრესატთან ვგზავნი. „ლაივში“ რასაც იღებენ, ის მასალაც ჩემთან მოდის. საერთოდ, „ხელფასიანი სამუშაო“ მხატვარს აუცილებლად სჭირდება, რათა შემოსავლის სტაბილური წყარო ჰქონდეს და ოჯახი არჩინოს.- ყველაზე დიდი შეკვეთა რომელი გქონდათ?- თბილისში რამდენიმე კაფე-ბარის კედლები მაქვს მოხატული. ყველაზე დიდი შეკვეთა, რომელშიც 20 ათასი ლარი გადამიხადეს, ბათუმში მქონდა. ეს იყო ზღვის სანაპიროზე მდებარე კაფე.- ფანტაზიით თუ ხატავთ რაიმეს?- არასოდეს მქონია შემთხვევა, რომ ირეალური რაღაც დამეხატოს. საერთოდ, როცა დღეს მხატვრები აცხადებენ, რომ უცნაური სიზმარი იხილეს და მერე ის ტილოზე გადაიტანეს, არ მჯერა. მსგავსი რამ მარტო ისეთ ერთეულ მხატვრებს ემართებათ, როგორიც ფიროსმანი იყო...ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/12/250927447_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_9cedc3b8efb64be667a89c8ca6011916.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
საქართველო, კულტურა საქართველოში, ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
როცა ხელოვნებაში იოლ გზებს არ ეძებ
15:40 16.08.2023 (განახლებულია: 21:16 16.08.2023) მანუჩარ ქორთუა რეალისტური მიმდინარეობის მხატვარია, რომელიც ტელევიზიაში მუშაობს.
მანუჩარ ქორთუა რეალისტური მიმდინარეობის მხატვარია, ამბობს, რომ ხატვის დროს „ხელი ჰიპერრეალიზმისკენ გაურბის“, მაგრამ რადგან არ უნდა, რომ მისი ნახატები ძალიან რეალისტური გამოვიდეს, ამიტომ ცდილობს ნახატში საკუთარი შტრიხებიც შეიტანოს. უფრო ხშირად პორტრეტებს ფოტოებიდან ხატავს, მაგრამ თვლის, რომ რეალისტული პორტრეტი ფოტოასლი არ უნდა იყოს.
- მანუჩარ, პორტრეტის დახატვა ნატურიდან უფრო რთულია თუ ფოტოდან?
- როცა ნატურით ხატავ, გაცილებით რთულია, მაგრამ ამგვარი ნამუშევარი უფრო ახლოსაა ხელოვნებასთან. დღეს ფოტოთი ვხატავ. მიუხედავად იმისა, რომ ის ნამუშევარი პირი, ანუ ასლია, მაინც ვთვლი, რომ რაღაც ახალს ვქმნი. ასლი კი ისაა, როცა ვიღაცის ნახატს ზუსტად გადაიხატავ. სხვათა შორის, დღევანდელი მხატვრები ხშირად მიმართავენ ხატვის ამ ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნებაში იოლ გზებს ეძებენ. როცა შეკვეთებზე ვმუშაობ, ეს სხვა თემაა, რადგან ყველას უნდა, რომ დახატული სახე რეალურს ძალიან ჰგავდეს.
- რეალისტური ნახატების შექმნისთვის უფრო დიდი დროა საჭირო?
- დიახ, ასეთი ტილოების შექმნისთვის უფრო დიდი დროა საჭირო და თანაც რეალისტური ნახატის შექმნას უფრო დიდი შრომა სჭირდება. მე მაქვს ნამუშევარი, რომელიც აბსტრაქციაში დავხატე, თუმცა ეს ჩემი სტილი არ არის. აბსტრაქცია უფრო გაადვილებული მხატვრობა მგონია.
- პორტრეტების ხატვის დროს ცვლილებების შეტანას თუ გთხოვენ ხოლმე?
- მყავდა ასეთი შემკვეთებიც, რომლებიც მთხოვდნენ, მაგრამ მე ცვლილებების მომხრე არ ვარ. ადამიანი ცხვირის ოპერაციის მერე ისედაც სხვას ემსგავსება და საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ჩემთვის მთავარია, ვისაც ვხატავ, მის ხასიათს ჩავწვდე და მისთვის დამახასიათებელი შტრიხები გადმოვცე.
- ძირითად საქმიანობაზე რას იტყვით?
- „იმედში“ ფაილ-მენეჯერი ვარ, ანუ რა გზავნილებიც შემოდის აქ, ყველა ჯერ ჩემთან მოდის და მერე კონკრეტულ ადრესატთან ვგზავნი. „ლაივში“ რასაც იღებენ, ის მასალაც ჩემთან მოდის. საერთოდ, „ხელფასიანი სამუშაო“ მხატვარს აუცილებლად სჭირდება, რათა შემოსავლის სტაბილური წყარო ჰქონდეს და ოჯახი არჩინოს.
- ყველაზე დიდი შეკვეთა რომელი გქონდათ?
- თბილისში რამდენიმე კაფე-ბარის კედლები მაქვს მოხატული. ყველაზე დიდი შეკვეთა, რომელშიც 20 ათასი ლარი გადამიხადეს, ბათუმში მქონდა. ეს იყო ზღვის სანაპიროზე მდებარე კაფე.
- ფანტაზიით თუ ხატავთ რაიმეს?
- არასოდეს მქონია შემთხვევა, რომ ირეალური რაღაც დამეხატოს. საერთოდ, როცა დღეს მხატვრები აცხადებენ, რომ უცნაური სიზმარი იხილეს და მერე ის ტილოზე გადაიტანეს, არ მჯერა. მსგავსი რამ მარტო ისეთ ერთეულ მხატვრებს ემართებათ, როგორიც ფიროსმანი იყო...