სასარგებლოა, მაგრამ სახიფათო: ვის ეკრძალება კაპარის ჭამა და რატომ

კაპერსი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2023
გამოწერა
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ეს პაწაწინა მცენარე უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ასევე უამრავი ისეთი თვისება ახასიათებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, იცავს რა ადამიანის ორგანიზმს არაერთი ქრონიკული დაავადებისგან — დაწყებული დიაბეტით და დასრულებული კიბოთი, წერს გამოცემა Sabah სპეციალისტებზე დაყრდნობით.
საუბარია კაპარზე, რომელსაც ლიმონისა და ზეთისხილის გემო აქვს.
ექსპერტების თქმით, კაპარი (კაპერსი) მდიდარია ფლავონოიდური ნაერთებით, განსაკუთრებით რუტინითა და კვერცეტინით. ეს ორივე კომპონენტი ანტიოქსიდანტების მძლავრი წყაროა, რომელიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ უჯრედების დაზიანებაში.
კაპარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
შველის ათეროსკლეროზს: კაპარის სარგებელი და ზიანი
უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ კვერცეტინს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიკანცეროგენული თვისებები.
გარდა ამისა, კაპარში შედის ისეთი ვიტამინები, როგორებიცაა: С, А, РР, Е, К და В ჯგუფის ვიტამინები. ის ასევე არის ქოლინის, კალციუმის, ფტორის, რკინის, კალიუმის, ნატრიუმის, იოდის, თუთიის, სელენის, სპილენძისა და მანგანუმის უხვი წყარო.
სპეციალისტების თქმით, კაპარი, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით:
იცავს ადამიანს შაქრიანი დიაბეტისგან — მცენარე შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლში შაქრის სტაბილურ დონეს უზრუნველყოფს. ამიტომ, თუ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს იღებთ, მაშინ ჯობს თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით კაპერსის მიღებისგან.
ატენიანებს კანს — კაპერსი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია მშრალი კანისთვის. ის ასევე გამოიყენება კანის სიწითლის, გაღიზიანებისა და აკნეს სამკურნალოდ.
გარდა ამისა, ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით კაპერსი დაბერების პროცესს ანელებს.
აჩქარებს თმის ზრდას — რადგან ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითა და რკინით. B ჯგუფის ვიტამინები სასარგებლოდ მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, რაც ჯანმრთელი და ბრწყინვალე თმის ძირითადი წინაპირობაა, ხოლო რკინა ხელს უშლის თმის ცვენას.

ვის ეკრძალება კაპარის ჭამა

თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ კაპერსს რაციონში შეიტანთ.
საქმე ისაა, რომ ექიმები ზოგ შემთხვევაში კაპერსის ჭამისგან თავშეკავებას გვირჩევენ. მაგალითად, ჯობს მოერიდოთ კაპერსს:
თუ დაბალნატრიუმიან დიეტას იცავთ — ვინაიდან ის ნატრიუმით მდიდარი პროდუქტია;
თუ მაღალი არტერიული წნევა გაქვთ — ვინაიდან ნატრიუმის დიდი რაოდენობა ორგანიზმში წყლის შეკავებასა და, შესაბამისად, სისხლის მოცულობის ზრდას უწყობს ხელს;
თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ — ისევ და ისევ ნატრიუმის დიდი რაოდენობის გამო, რომლის ჭარბი დოზაც გულის ჯანმრთელობას სერიოზულ რისკებს უქმნის;
თუ ოსტეოპოროზი გაწუხებთ, ან ამ დაავადებისკენ ხართ მიდრეკილი — ჭარბი რაოდენობით კაპერსი ხელს უწყობს ოსტეოპოროზის ჩამოყალიბებას. საქმე ისაა, რომ ნატრიუმი აქვეითებს ძვლების სიმკვრივეს და იწვევს მათ დასუსტებას. ასევე ხელს უშლის ორგანიზმის მიერ კალციუმის შეწოვას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძვლების ფორმირებისა და ჯანმრთელობისთვის. ძვლების ცუდი მდგომარეობა კი ხშირად იწვევს ოსტეოპოროზს.
დაიმახსოვრეთ: კაპერსების ზედმეტი რაოდენობით ჭამა ძლიერ გაუწყლოებას იწვევს.

წყარო: Sabah
ყველა ახალი ამბავი
0