შველის ათეროსკლეროზს: კაპარის სარგებელი და ზიანი

კაპარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. კაპარი სასასარგებლო მცენარეა ჯანმრთელობისთვის, რომელსაც გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდაც კი იყენებენ, თუმცა მას შეუძლია ზიანიც მიაყენოს ადამიანს, წერს გამოცემა Sabah სპეციალისტებზე დაყრდნობით.
სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარი და დაბალკალორიული კაპარი ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს სიმაძღრის შეგრძნებას, რითაც ხელს უწყობს წონაში კლებას. 100 გრამ პროდუქტში 14-დან 23-მდე კილოკალორიაა.
გარდა ამისა, ეს მცენარე სიმხნევესა და ენერგიას მატებს ორგანიზმს, ვინაიდან მისი ქიმიური შემადგენლობა უბრალოდ ყველა რეკორდს ხსნის.
კაპარში შედის ისეთი ვიტამინები, როგორებიცაა: С, А, РР, Е, К და В ჯგუფის ვიტამინები. ის ასევე არის ქოლინის, კალციუმის, ფტორის, რკინის, კალიუმის, ნატრიუმის, იოდის, თუთიის, სელენის, სპილენძისა და მანგანუმის უხვი წყარო.
კაპარის მდიდარი ქიმიური შემადგენლობა ნიშნავს იმას, რომ ის შეიცავს არა მხოლოდ სასარგებლო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი კვებისთვის, არამედ ისეთ ნაერთებსაც, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, გულის პრობლემები და სხვა არასასურველი შედეგები.

კაპარი სკლეროზის წინააღმდეგ

CC BY-SA 2.0 / Flickr / -Merce- / Alcaparrones y alcaparras IIკაპარის მწნილი
კაპარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
კაპარის მწნილი. არქივის ფოტო
ექიმების თქმით, კაპარს 80%-იანი სარგებელი მოაქვს ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი. ამ მიზნით მას სამი მეთოდით იყენებენ.
1.
მიირთმევენ დილით, უზმოზე. გემოს გასაუმჯობესებლად შესაძლებელია ზემოდან ცოტაოდენი ლიმონის წვენის მოსხმა.
2.
მიირთმევენ კაპარის მწნილს. შეგიძლიათ დაუმატოთ ზეითუნის ზეთი, ბროწეულის სიროფი ან თიამი.
3.
სვამენ კაპარის ჩაის. ამისათვის კაპარის კვირტებს მდუღარეს ასხამენ და ცოტა ხნით აყენებენ — როგორც ჩვეულებრივ ჩაის.

კაპარის სხვა სასარგებლო თვისებები

არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს შეშუპებების დაცხრომას;
მინიმუმამდე დაჰყავს უჯრედების დაზიანება;
სასარგებლოა ონკოდაავადებების დროს;
ამაღლებს პოტენციას;
ხელს უშლის ცხიმოვანი ჰეპათოზის განვითარებას;
ამცირებს ღვიძლისა და ფილტვების პრობლემებს;
ორგანიზმს ეხმარება ცხიმების წვაში;
ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნასა და გავრცელებას ორგანიზმში;
არეგულირებს ნაწლავების პერისტალტიკას და უზრუნველყოფს საჭმლის კარგ მონელებას;
ხსნის ტკივილებს.
ამასთან სამკურნალო თვისებები კაპარის ყველა ნაწილს აქვს: ნაყოფსაც, თესლსაც, ფოთლებსაც, ყვავილებსაც, ფესვებსაც და ღეროებსაც.

კაპარის სარგებელი მამაკაცებისთვის

მცენარეში შემავალი ნაერთები სასარგებლო გავლენას ახდენს კუნთოვან ქსოვილზე, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე და, რაც მთავარია, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.

კაპარის სარგებელი ქალებისთვის

ეხმარება ქალებს შეინარჩუნონ რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება და თავიდან აიცილონ საშვილოსნოს ყელისა და საკვერცხეების კიბოს განვითარება.
გარდა ამისა, ხელს უწყობს ფრჩხილებისა და თმის გამაგრებას და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კაპარი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კაპარის მიღებასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს. ზოგი ექიმი კატეგორიულად კრძალავს მას — საშვილოსნოს შეკუმშვისა და ნაადრევი მშობიარობის შიშით, ზოგი კი, პირიქით, კაპარს ნაყოფის იმუნიტეტისა და ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის აუცილებლად მიიჩნევს.
ამიტომ ორსულმა და მეძუძურმა დედებმა ჯობს მკურნალი ექიმის რჩევით იხელმძღვანელონ.

კაპარის სარგებელი ბავშვებისთვის

კაპარში შემავალი ფოსფორი და კალციუმი აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის გასამაგრებლად. გარდა ამისა, კაპარი აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალას, ზრდის ბავშვის ტვინის მუშაობის უნარს.
მაგრამ ამ მცენარის ბავშვის რაციონში შეტანა მხოლოდ სამი წლის ასაკიდან შეიძლება. უნდა დაიწყოთ ძალიან მცირე რაოდენობით და დააკვირდეთ, ხომ არ განუვითარდა ბავშვს ალერგიული რეაქცია — გამონაყარი, ქავილი და კანის სიწითლე. თუ ასე მოხდა, კაპარი ერთი-ორი წლით უნდა გამორიცხოთ ბავშვის კვებიდან და მხოლოდ მერეღა გაიმეოროთ ცდა.

კაპარის მავნებლობა და უკუჩვენება

უნდა აღინიშნოს, რომ კაპარის სარგებლობასა და ზიანს მოხმარების რაოდენობა განსაზღვრავს. ამიტომ საჭიროა ზომიერების დაცვა.
გამომდინარე იქიდან, რომ კაპარი ბევრ ნატრიუმს შეიცავს, ამ მცენარის დიდი რაოდენობით ჭამა იწვევს ძლიერ წყურვილს, შედეგად კი არტერიული წნევის მატებას;
იგივე მიზეზით – იწვევს ორგანიზმის შეშუპებას, ასევე ოსტეოპოროზსაც;
არ შეიძლება ნედლი კაპარის ჭამა, ამან შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს.

როგორ მივირთვათ კაპარი

ჩვეულებრივ კაპარისგან მწნილსა და მურაბას ამზადებენ და ასე მიირთმევენ. თუმცა მისი გამოყენება შეიძლება თევზთან, წითელ და თეთრ ხორცთან.
მისგან ასევე მზადდება სალათები და იყენებენ პიცის ინგრედიენტადაც.
წყარო: Sabah
ყველა ახალი ამბავი
0