https://sputnik-georgia.com/20230816/estoneti-rusetis-moqalaqeebs-arcevnebsi-monawileobas-ukrzalavs-281268277.html
ესტონეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს უფლებებს შეუზღუდავენ
ესტონეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს უფლებებს შეუზღუდავენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ესტონეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში... 16.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-16T14:33+0400
2023-08-16T14:33+0400
2023-08-16T20:26+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ესტონეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24874/92/248749222_0:69:2592:1527_1920x0_80_0_0_6dda20f26f26baed5ebab7ae0faecd90.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ესტონეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს, იუწყება ERR.კანონპროექტში სამინისტრო მიუთითებს, რომ „ესტონეთის სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს რუსეთის მოქალაქეების თავისუფლებას მათი მოქალაქეობის ქვეყნის გავლენისგან“.აღნიშნული კანონპროექტის მეშვეობით ასევე შევა ცვლილება საარჩევნო კანონში, რომლის თანახმად, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ევროპარლამენტმა ან რიიგიკოგუმ აგრესორ ქვეყნად აღიარა, ვერ მიიღებს მონაწილეობას ხმის მიცემაში.არსებული ცნობით, რუსეთის მოქალაქეების გარდა, აღნიშნული ცვლილებები შეეხება ბელარუსის მოქალაქეებსაც. ესტონეთის იუსტიციის მინისტრი კაალე ლაანეტი კანონპროექტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარუდგენს კოალიციურ პარტნიორებსა და საზოგადოებას.წყარო: ERR
ესტონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24874/92/248749222_232:0:2360:1596_1920x0_80_0_0_6b22691d0ed8057fc1ea2d067d7d7b60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ესტონეთი , პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ესტონეთი , პოლიტიკა
ესტონეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს უფლებებს შეუზღუდავენ
14:33 16.08.2023 (განახლებულია: 20:26 16.08.2023) თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ესტონეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს, იუწყება ERR.
კანონპროექტში სამინისტრო მიუთითებს, რომ „ესტონეთის სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს რუსეთის მოქალაქეების თავისუფლებას მათი მოქალაქეობის ქვეყნის გავლენისგან“.
„რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, სამშობლოს (რუსეთის) დაცვა რუსეთის ფედერაციის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. იყო შემთხვევები, როდესაც რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ესტონეთში, სამობილიზაციო გაწვევებს იღებდნენ თავიანთი მოქალაქეობის ქვეყნიდან, რათა შეიარაღებულ ძალებში სამსახური გაევლოთ“, — აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.
აღნიშნული კანონპროექტის მეშვეობით ასევე შევა ცვლილება საარჩევნო კანონში, რომლის თანახმად, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ევროპარლამენტმა ან რიიგიკოგუმ აგრესორ ქვეყნად აღიარა, ვერ მიიღებს მონაწილეობას ხმის მიცემაში.
არსებული ცნობით, რუსეთის მოქალაქეების გარდა, აღნიშნული ცვლილებები შეეხება ბელარუსის მოქალაქეებსაც.
ესტონეთის იუსტიციის მინისტრი კაალე ლაანეტი კანონპროექტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარუდგენს კოალიციურ პარტნიორებსა და საზოგადოებას.