https://sputnik-georgia.com/20230816/-------281291676.html
მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში - ახალი სტატისტიკა
მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ივლისში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 16.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-16T21:35+0400
2023-08-16T21:35+0400
2023-08-16T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486751_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_b7f4555adac1e628596e72fbfc249873.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. 2023 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 123%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.გაერთიანების ინფორმაციით, ივლისში, პანდემიამდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მგზავრთა და რეისების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა.ივლისში აეროპორტის მომსახურებით 189.166 მგზავრმა ისარგებლა (2019 წლის ივლისში – 84.728).ბურჯანაძე: ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა კონკრეტული გადადგმული ნაბიჯების შედეგია >>ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის 7 თვეში 856.646 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის პერიოდს 90%-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა 7 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის აეროპორტი 2590 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 76%-ით მეტია.ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარულ რეისებს ასრულებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.გარდა ამისა, 2023 წლის 1 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი–ქუთაისი–ალმათის მიმართულება დაამატა.კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა 2020 წლის მარტში შემოიღო, რომელიც მოქმედებდა 2021 წლის თებერვლამდე. უკვე 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე იყო 2021 წლის იანვარ-დეკემბერში.2022 წლის 12 თვეში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით აღდგა.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486751_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_37ab929872573ec2527940e1eefd875b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , საქართველოს ეკონომიკა
მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში - ახალი სტატისტიკა
21:35 16.08.2023 (განახლებულია: 23:05 16.08.2023) ივლისში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. 2023 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 123%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გაერთიანების ინფორმაციით, ივლისში, პანდემიამდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მგზავრთა და რეისების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა.
ივლისში აეროპორტის მომსახურებით 189.166 მგზავრმა ისარგებლა (2019 წლის ივლისში – 84.728).
„მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის ივლისში 267 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა – ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ივლისში 517 რეისს მოემსახურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის 7 თვეში 856.646 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის პერიოდს 90%-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა 7 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის აეროპორტი 2590 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 76%-ით მეტია.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარულ რეისებს ასრულებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.
გარდა ამისა, 2023 წლის 1 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი–ქუთაისი–ალმათის მიმართულება დაამატა.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა 2020 წლის მარტში შემოიღო, რომელიც მოქმედებდა 2021 წლის თებერვლამდე. უკვე 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე იყო 2021 წლის იანვარ-დეკემბერში.
2022 წლის 12 თვეში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით აღდგა.