ბურჯანაძე: ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა კონკრეტული გადადგმული ნაბიჯების შედეგია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკაფე მთაწმინდაზე
კაფე მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა სამუშაოებმა და ავიარეისების დამატებამ განაპირობა საქართველოში ტურისტების რაოდენობისა და შემოსავლის ზრდა, განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის იანვარი-ივნისში საქართველოში უცხოური ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა 1,8 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
„კოვიდ-პანდემიის შემდეგ რომ გაიზრდებოდა ტურისტების რაოდენობა და შემოსავლები ამის ოპტიმიზმი გვქონდა, მაგრამ ეს ზრდა გარკვეული გადადგმული ნაბიჯების გარეშე არ მომხდარა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზრუნავს, რომ საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოვიდნენ, ასევე მნიშვნელოვანია აზიიდან და ევროპიდანდამატებული ავიარეისები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში", - განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, ამ გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო და დღეს, 2019 წელთან შედარებით, 100 %-ზე მეტი ზრდა გვაქვს შემოსავლებში, რაც, რა თქმა უნდა, ამ ძალისხმევის შედეგია.
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ეწვია დაახლოებით 2,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, რაც 75,9%-ით მეტია 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით. ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით მაჩვენებლები 74%-ით არის აღდგენილი.
ტურიზმმა საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვარდნის შემდეგ აღდგენა 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. უკვე 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია ვიდრე იყო 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით არის აღდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0