https://sputnik-georgia.com/20230815/sagareo-brunva-izrdeba-axali-monacemebi-281229908.html
საქართველოს საგარეო ბრუნვა კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები
საქართველოს საგარეო ბრუნვა კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ექსპორტმა დაახლოებით 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვარი–ივლისის მონაცემზე 15,7%-ით მეტია. 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T11:52+0400
2023-08-15T11:52+0400
2023-08-15T11:52+0400
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
საქსტატი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/24/239942404_0:492:4928:3264_1920x0_80_0_0_2760f62a269232b267018b7f3ffc04bd.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა და თითქმის 12,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 8,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ივლისთან შედარებით 19%-ით მეტი. ექსპორტმა შეადგინა 3,6 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15,7%-ით მეტია. 2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შვიდი თვის მაჩვენებელთან შედარებით 21,5%-ით მეტია. ფინანსთა სამინისტრო წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს>>საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ხოლო ქართული პროდუქცია გასულ წელს დაახლოებით 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობით იყო ექსპორტირებული – თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. გასულ წელს ქვეყანაში 13,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 2021 წელთან შედარებით 33,2%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/24/239942404_731:445:4489:3264_1920x0_80_0_0_7a9add929532d748022591625fa460ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქსტატი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქსტატი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს საგარეო ბრუნვა კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები
ექსპორტმა დაახლოებით 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვარი–ივლისის მონაცემზე 15,7%-ით მეტია.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა და თითქმის 12,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 8,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ივლისთან შედარებით 19%-ით მეტი.
ექსპორტმა შეადგინა 3,6 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15,7%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შვიდი თვის მაჩვენებელთან შედარებით 21,5%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ხოლო ქართული პროდუქცია გასულ წელს დაახლოებით 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობით იყო ექსპორტირებული – თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.
გასულ წელს ქვეყანაში 13,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 2021 წელთან შედარებით 33,2%-ით მეტია.