ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© photo: Sputnik / Alex Maknoton / გადასვლა მედიაბანკშილონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,03%-ით შემცირდა და 90,44 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,7%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 99,69 პუნქტის ფასით, 6,67% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,24%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,05%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 7,25% მოგებით, 86,93 პუნქტის ფასით.
ვაჭრობა აქციებით
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 1,91%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 32,0 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 140 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 30,4-32,1 ფუნტის დიაპაზონში.
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის>>
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემგაიზარდა 0,22%-ით და ერთ აქციაზე 9,2 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 40 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 9,15-9,28 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში გაიზარდა 7,95%-ით და 27,15 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 161 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 24,55-27,2 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0