https://sputnik-georgia.com/20220102/korporatiuli-martvis-kodeqsi-emitentebistvis-263336087.html
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის კორპორატიული მართვის კოდექსი საქართველოში ძალაში შევიდა. 02.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-02T15:38+0400
2022-01-02T15:38+0400
2022-01-02T15:01+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575390_0:0:3443:1938_1920x0_80_0_0_d6813259b3d56530f7260c0f26e86acd.jpg
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის კორპორატიული მართვის კოდექსი საქართველოში ძალაში შევიდა.კოდექსის მთავარი მიზანი საწარმოებისათვის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, გამჭვირვალობისა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში კორპორაციული მართვის საბაზისო სტანდარტები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებითაა დადგენილი. შესაბამისად, საწარმოებს უკვე აქვთ ვალდებულება, სრულ შესაბამისობაში იყვნენ აღნიშნულ მოთხოვნებთან. თუმცა, 2020 წელს, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების კუთხით განხორციელებულმა ცვლილებებმა ცხადყო, რომ აუცილებელია კორპორაციული მართვის კოდექსის შემუშავება, რომელიც უფრო ნათლად წარმოაჩენდა იმ ორგანიზაციულ მოთხოვნებს, რომლებსაც საწარმოები უნდა აკმაყოფილებდნენ.„საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი" ასახავს საწარმოებისადმი დადგენილ მოთხოვნებსა და ანგარიშგების წარმოდგენის პროცესს. კოდექსი ეფუძნება მიდგომას - "შეასრულე ან განმარტე და წარმოადგინე ალტერნატივა", რომელიც მოითხოვს კოდექსით დადგენილ პრინციპებთან მიმართებაში ემიტენტების კორპორაციული მმართველობის მიდგომების გამჟღავნებას და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის ფართოდ გამოყენებას.კოდექსი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით. მასში გათვალისწინებულია სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორპორაციული მართვის პრინციპები. ასევე, ევროკომისიის 2014 და 2015 წლის რეკომენდაციები.კოდექსით განსაზღვრულ ანგარიშგებები საწარმოებმა 2023 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის თარიღისთვის უნდა წარადგინონ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575390_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_8f6ddbca9239e1177618bc728dcd3a5d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის კორპორატიული მართვის კოდექსი საქართველოში ძალაში შევიდა.
კოდექსის მთავარი მიზანი საწარმოებისათვის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, გამჭვირვალობისა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა.
„ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საწარმოებს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საწარმოსადმი და საბოლოოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში,“-ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში კორპორაციული მართვის საბაზისო სტანდარტები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებითაა დადგენილი. შესაბამისად, საწარმოებს უკვე აქვთ ვალდებულება, სრულ შესაბამისობაში იყვნენ აღნიშნულ მოთხოვნებთან.
თუმცა, 2020 წელს, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების კუთხით განხორციელებულმა ცვლილებებმა ცხადყო, რომ აუცილებელია კორპორაციული მართვის კოდექსის შემუშავება, რომელიც უფრო ნათლად წარმოაჩენდა იმ ორგანიზაციულ მოთხოვნებს, რომლებსაც საწარმოები უნდა აკმაყოფილებდნენ.
„საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი" ასახავს საწარმოებისადმი დადგენილ მოთხოვნებსა და ანგარიშგების წარმოდგენის პროცესს. კოდექსი ეფუძნება მიდგომას - "შეასრულე ან განმარტე და წარმოადგინე ალტერნატივა", რომელიც მოითხოვს კოდექსით დადგენილ პრინციპებთან მიმართებაში ემიტენტების კორპორაციული მმართველობის მიდგომების გამჟღავნებას და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის ფართოდ გამოყენებას.
კოდექსი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით. მასში გათვალისწინებულია სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორპორაციული მართვის პრინციპები. ასევე, ევროკომისიის 2014 და 2015 წლის რეკომენდაციები.
კოდექსით განსაზღვრულ ანგარიშგებები საწარმოებმა 2023 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის თარიღისთვის უნდა წარადგინონ.