https://sputnik-georgia.com/20230815/kalaze-tbilissi-arcerti-usaxlkaro-ar-iqneba-281246352.html
კალაძე: თბილისში არცერთი უსახლკარო ადამიანი არ იქნება
კალაძე: თბილისში არცერთი უსახლკარო ადამიანი არ იქნება
Sputnik საქართველო
უსახლკაროს სტატუსი დედაქალაქში დაახლოებით 400 ოჯახს აქვს. 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T16:02+0400
2023-08-15T16:02+0400
2023-09-18T16:09+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24767/98/247679899_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_1df0c13b2981c1b4486eeea6da8ecaf4.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს განაგრძობს - წელს დამატებით ექვს ბინა იქნება შეძენილი, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე. პროგრამის დაწყებიდან უკვე შეძენილია 79 ბინა. უსახლკაროს სტატუსი თბილისში დაახლოებით 400 ოჯახს აქვს მინიჭებული. ბინების შესყიდვა თბილისის მერიამ გასულ წელს დაიწყო. 2022 წელს შეისყიდეს 56 ბინა, ხოლო 2023 წელს - 23. ამ რიცხვს კიდევ ექვსი ბინა დაემატება. „აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ოჯახი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული", - აღნიშნა კალაძემ. თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე ღია კაფე-ბარების ფართობის შემცირებას აპირებს>>მერის განმარტებით, ადამიანმა, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღოს. შემდეგ მის საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24767/98/247679899_456:256:1934:1365_1920x0_80_0_0_1530aa4a305b04bbc603ab15d3e6ff39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კალაძე: თბილისში არცერთი უსახლკარო ადამიანი არ იქნება
16:02 15.08.2023 (განახლებულია: 16:09 18.09.2023) უსახლკაროს სტატუსი დედაქალაქში დაახლოებით 400 ოჯახს აქვს.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს განაგრძობს - წელს დამატებით ექვს ბინა იქნება შეძენილი, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე.
პროგრამის დაწყებიდან უკვე შეძენილია 79 ბინა. უსახლკაროს სტატუსი თბილისში დაახლოებით 400 ოჯახს აქვს მინიჭებული.
„ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და მოსახლეობას დავპირდით, რომ თბილისში არცერთი უსახლკარო ადამიანი არ გვეყოლებოდა", - განაცხადა კალაძემ.
ბინების შესყიდვა თბილისის მერიამ გასულ წელს დაიწყო. 2022 წელს შეისყიდეს 56 ბინა, ხოლო 2023 წელს - 23. ამ რიცხვს კიდევ ექვსი ბინა დაემატება.
„აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ოჯახი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული", - აღნიშნა კალაძემ.
მერის განმარტებით, ადამიანმა, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღოს. შემდეგ მის საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.