თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე ღია კაფე-ბარების ფართობის შემცირებას აპირებს

© photo: Sputnik / Stringerკარეტა აღმაშენებლის გამზირზე
კარეტა აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
გამოწერა
ღია კაფეების ფართობი უნდა შემცირდეს, რათა ქვეითად მოსიარულეებმა და ავტომობილებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება, განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დავით აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული ღია კაფე-ბარების მოცულობა უნდა შემცირდეს, განაცხადა ქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პრობლემა 25 აგვისტომდე უნდა გადაიჭრას. თუ კაფე-ბარების მფლობელები მერიას ფართის შემცირების შესაბამისი პროექტით 24 აგვისტოს ჩათვლით არ მიმართავენ, მერი მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს დაწესებულების დემონტაჟს დაავალებს.
„მე რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფეებზე, ბარებზე, სადაც, ფაქტობრივად, ფეხით გავლა შეუძლებელია", - განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ კატეგორიულად მიუღებელია და შეუძლებელია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლაა, ამიტომ მერია მათ კონკრეტულ ვადებს აძლევს, რათა მფლობელებმა ყველაფერი მოაწესრიგონ.
„ეს ღია კაფეები უნდა შემცირდეს მოცულობაში იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და პრობლემას არ წარმოადგენდეს თუნდაც ქვეითად მოსიარულეთათვის, პრობლემას არ წარმოადგენდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის, სახანძრო ავტომობილებისთვის და ა.შ.", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, ვითარების გამოსწორების სურვილი ძალიან ცოტამ გამოთქვა, აღნიშნა მერმა. თუმცა, მისი თქმით, ასეთი სახით მუშაობას ისინი ვერ შეძლებენ.
© photo: Sputnik / Stringerკაფე-რესტორნები აღმაშენებელზე
Заставленный столиками и стульями кафе и ресторанов проспект Агмашенебели, квартал Новый Тифлис  - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
კაფე-რესტორნები აღმაშენებელზე
„ჩვენთვის როგორც თქვენ ხართ მნიშვნელოვანი, თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, იქ მიმსვლელი ადამიანები, რომლებიც იყენებენ აღნიშნული ქუჩის მონაკვეთს და ვიზუალურადაც გემოვნების თემაა, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია თუ როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობისთვის მზადაა ასევე მერიის არქიტექტურის სამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0