https://sputnik-georgia.com/20230815/-----3100---281258265.html
საშემოდგომო გაწვევა საქართველოში: სავალდებულო სამსახურს 3100 ადამიანი გაივლის
საშემოდგომო გაწვევა საქართველოში: სავალდებულო სამსახურს 3100 ადამიანი გაივლის
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა შეუძლია ასევე ერთადერთ ვაჟს ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის... 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T21:15+0400
2023-08-15T21:15+0400
2023-08-15T21:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251840313_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_efc3259f5c2192becc7eef27b4450027.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყება 21 აგვისტოს და 27 დეკემბრამდე გაგრძელდება, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.სამხედრო სავალდებულო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის 3100-ზე მეტ პირს გაიწვევენ. აქედან თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1400-ით. ეს რიცხვი ბოლო სამი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.პენიტენციურ სამსახურში გაიწვევენ 570 წვევამდელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 949-ით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 225-ით.საქართველოში ჯარში გაწვევიდან ფასიანი გადავადება გაუქმდება >>სამსახურის ვადა 12 თვეს მოიცავს.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახური არ შეეხება შემდეგი კატეგორიის პირებს:გარდა ამისა, მთავრობა უფლებამოსილია სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებისთვის მიზეზების ჩამონათვალიდან ამოიღეს სასულიერო პირის სტატუსის ქონა და სასულიერო სასწავლებელში სწავლა, მაგრამ ჩამონათვალს დაემატა სხვა მიზეზები. ამასთან, ყველა სასულიერო პირი ალტერნატიულ სამსახურს გაივლის.ახალი ვერსიით, გადავადების მიზეზი გახდება:წყარო - საკანონმდებლო მაცნე
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251840313_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_4c09dd7ef3b0d73b9e4d8d60a3896dcc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს თავდაცვა
საშემოდგომო გაწვევა საქართველოში: სავალდებულო სამსახურს 3100 ადამიანი გაივლის
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა შეუძლია ასევე ერთადერთ ვაჟს ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყება 21 აგვისტოს და 27 დეკემბრამდე გაგრძელდება, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის 3100-ზე მეტ პირს გაიწვევენ. აქედან თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1400-ით. ეს რიცხვი ბოლო სამი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.
პენიტენციურ სამსახურში გაიწვევენ 570 წვევამდელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 949-ით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 225-ით.
სამსახურის ვადა 12 თვეს მოიცავს.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახური არ შეეხება შემდეგი კატეგორიის პირებს:
პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად იქნა ცნობილი;
პირი, რომელსაც გავლილი აქვთ ალტერნატიული სამხედრო სამსახური სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში;
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას;
გარდა ამისა, მთავრობა უფლებამოსილია სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებისთვის მიზეზების ჩამონათვალიდან ამოიღეს სასულიერო პირის სტატუსის ქონა და სასულიერო სასწავლებელში სწავლა, მაგრამ ჩამონათვალს დაემატა სხვა მიზეზები. ამასთან, ყველა სასულიერო პირი ალტერნატიულ სამსახურს გაივლის.
ახალი ვერსიით, გადავადების მიზეზი გახდება:
არჩევით სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს წევრობა;
თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროების სისტემებში მუშაობა;
მუშაობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში;
მუშაობა უსაფრთხოების სამსახურში, დაზვერვაში ან დაცვის სპეციალურ სამსახურში;
ნასამართლეობა ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის სასჯელის ვადის პერიოდში;
სარეზერვო სამსახურის პროგრამაში მონაწილეობა.