https://sputnik-georgia.com/20230814/sofia-daraselia-279096022.html
ქართველი მეცნიერის საქმიანობა და ქართველოლოგიური ცენტრი ბრიტანეთის უნივერსიტეტში
ქართველი მეცნიერის საქმიანობა და ქართველოლოგიური ცენტრი ბრიტანეთის უნივერსიტეტში
Sputnik საქართველო
ნოსტალგია უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველისთვის რთულად ასატანია, მაგრამ ინგლისში მცხოვრები ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში ამ გრძნობას აბალანსებს ის ამბავი... 14.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-14T16:19+0400
2023-08-14T16:19+0400
2023-08-15T11:45+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
ქართველები უცხოეთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23172/55/231725553_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_28da8851cd90cbb145d8d385333b0791.jpg
საუბარია ახალგაზრდა მეცნიერ სოფია დარასელიაზე, რომელიც საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი და ფილოლოგიის დოქტორია.საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. დღეს ლიდსის უნივერსიტეტში ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად ქართველოლოგიის პრობლემატიკაზე მუშაობს. ამავდროულად ლანკასტერის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევარია.- სოფია, როგორ დაიწყო თქვენი სამეცნიერო საქმიანობა?- 2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როდესაც სადოქტორო თემად ავირჩიე „ქართულ-ევროპული ტიპის სასწავლო ლექსიკოგრაფია“, კერძოდ, ქართული ნაწილის დამუშავება დავისახე მიზნად. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელს, პროფესორ თინათინ მარგალიტაძეს. მასთან მუშაობის ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის, რომ გავცნობოდი და დამემუშავებინა ენათმეცნიერებაში მიმდინარე სიახლეები და უახლესი გამოცემები. ამის მერე საშუალება მომეცა, რომ თანამედროვე ენათმეცნიერებაში მიმდინარე პროცესების ნაწილი გავმხდარიყავი.- უცხოელი კოლეგები თქვენი საქმიანობის დასაწყისშივე გაიცანით...- ბუნებრივია, ამ ყველაფერმა საშუალება მომცა გამეცნო ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან, მაგალითად, ბრიტანელი ლექსიკოგრაფი მაიკლ რანდელი (Michael Rundell), ასევე ბრიტანელი კორპუსის ლინგვისტი ადამ კილგარიფი (Adam Kilgarriff). ამ ადამიანებს პირველად შვედეთში შევხვდი ლექსიკოგრაფიის სემინარზე, სადაც მათივე მიწვევით ვიმყოფებოდი.- ლიდსის უნივერსიტეტში რა სახის კვლევებს ახორციელებთ?- ამ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კორპუსულ პრობლემატიკაზე ვმუშაობ. უნივერსიტეტის ენების, კულტურებისა და საზოგადოების დეპარტამენტში გავდივარ მეორე სადოქტორო პროგრამას, კერძოდ, ვმუშაობ „ქართული ენის მორფოსინტაქსური კატეგორიების კომპიუტერულ ანალიზზე“. ლიდსის უნივერსიტეტში შექმნილია თანამედროვე ქართული ენის ვებკორპუსი - KaWaC, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული სხვა ენების ვებკორპუსების გვერდით, როგორიცაა, ინგლისური, გერმანული, ჩინური და ა.შ.- როდის შეიქმნა ქართული ენის ჯგუფი ლიდსის უნივერსიტეტში?- ქართული ენის ჯგუფი 2015 წლის მარტში შეიქმნა, 2016 წლის თებერვალში კი ქართული ენის მიმართულებად (Kartvelian Studies) ჩამოვყალიბდით, ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით პროფესორ ჯეიმს დიკინსს, რომელიც ლიდსის უნივერსიტეტში არაბული ენის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ასევე პროფესორ დიანე ნელსონს, პროფესორ სერგეი შაროვს, დოქტორ ისმაილ სეზგინს და ა.შ. ბუნებრივია, აქ ყველა მათგანს ვერ ჩამოვთვლი.- საბოლოოდ რა მიზანი აქვს ამ ცენტრს?- ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან ახალგაზრდა ქართველოლოგიური ცენტრი, რომლის საბოლოო მიზანია ლიდსის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური დეპარტამენტის შექმნა. რასაკვირველია, წინ დიდი სამუშაო გვაქვს და ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება პრაქტიკულ სარგებელს, უპირველეს ყოვლისა, ვმუშაობთ ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქართველურ ენებში ფონეტიკური შესატყვისობების ავტომატურად ამომცნობი პროგრამის შექმნა.- ბრიტანელებზე რას იტყვით?- ბრიტანელები შრომისმოყვარეები არიან, არ შემიძლია არ აღვნიშნო ბრიტანული დოქტორანტურის სტილი, რომელმაც ძალიან მომხიბლა, მაგალითად, თუნდაც იმან, რომ ძალიან მკაცრი ვადებია, დოქტორანტს წელიწადში მაქსიმუმ ერთი თვე აქვს დასვენების უფლება, ისიც ოფიციალურად უნდა მოითხოვო. რაც შეეხება კოლეგებს, ჩემს სადოქტორო კვლევას ხელმძღვანელობენ ამერიკელი ლინგვისტი, მორფოლოგი, პროფესორი დიანე ნელსონი და კომპიუტერული ლინგვისტი, პროფესორი სერგეი შაროვი. მომწონს ის აკადემიური გარემო, სადაც ვიმყოფები. აქ მოდუნების საშუალება არ მაქვს, ყოველი დღე ძალიან პროდუქტიული და საინტერესოა.ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23172/55/231725553_69:0:957:666_1920x0_80_0_0_a3159de2c504df55455eedcae93d99e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
ქართველი მეცნიერის საქმიანობა და ქართველოლოგიური ცენტრი ბრიტანეთის უნივერსიტეტში
16:19 14.08.2023 (განახლებულია: 11:45 15.08.2023) ნოსტალგია უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველისთვის რთულად ასატანია, მაგრამ ინგლისში მცხოვრები ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში ამ გრძნობას აბალანსებს ის ამბავი, რომ მას ქართველოლოგიურ თემატიკაზე მუშაობა უწევს.
საუბარია ახალგაზრდა მეცნიერ სოფია დარასელიაზე, რომელიც საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი და ფილოლოგიის დოქტორია.
საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. დღეს ლიდსის უნივერსიტეტში ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად ქართველოლოგიის პრობლემატიკაზე მუშაობს. ამავდროულად ლანკასტერის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევარია.
- სოფია, როგორ დაიწყო თქვენი სამეცნიერო საქმიანობა?
- 2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როდესაც სადოქტორო თემად ავირჩიე „ქართულ-ევროპული ტიპის სასწავლო ლექსიკოგრაფია“, კერძოდ, ქართული ნაწილის დამუშავება დავისახე მიზნად. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელს, პროფესორ თინათინ მარგალიტაძეს. მასთან მუშაობის ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის, რომ გავცნობოდი და დამემუშავებინა ენათმეცნიერებაში მიმდინარე სიახლეები და უახლესი გამოცემები. ამის მერე საშუალება მომეცა, რომ თანამედროვე ენათმეცნიერებაში მიმდინარე პროცესების ნაწილი გავმხდარიყავი.
- უცხოელი კოლეგები თქვენი საქმიანობის დასაწყისშივე გაიცანით...
- ბუნებრივია, ამ ყველაფერმა საშუალება მომცა გამეცნო ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან, მაგალითად, ბრიტანელი ლექსიკოგრაფი მაიკლ რანდელი (Michael Rundell), ასევე ბრიტანელი კორპუსის ლინგვისტი ადამ კილგარიფი (Adam Kilgarriff). ამ ადამიანებს პირველად შვედეთში შევხვდი ლექსიკოგრაფიის სემინარზე, სადაც მათივე მიწვევით ვიმყოფებოდი.
- ლიდსის უნივერსიტეტში რა სახის კვლევებს ახორციელებთ?
- ამ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კორპუსულ პრობლემატიკაზე ვმუშაობ. უნივერსიტეტის ენების, კულტურებისა და საზოგადოების დეპარტამენტში გავდივარ მეორე სადოქტორო პროგრამას, კერძოდ, ვმუშაობ „ქართული ენის მორფოსინტაქსური კატეგორიების კომპიუტერულ ანალიზზე“. ლიდსის უნივერსიტეტში შექმნილია თანამედროვე ქართული ენის ვებკორპუსი - KaWaC, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული სხვა ენების ვებკორპუსების გვერდით, როგორიცაა, ინგლისური, გერმანული, ჩინური და ა.შ.
- როდის შეიქმნა ქართული ენის ჯგუფი ლიდსის უნივერსიტეტში?
- ქართული ენის ჯგუფი 2015 წლის მარტში შეიქმნა, 2016 წლის თებერვალში კი ქართული ენის მიმართულებად (Kartvelian Studies) ჩამოვყალიბდით, ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით პროფესორ ჯეიმს დიკინსს, რომელიც ლიდსის უნივერსიტეტში არაბული ენის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ასევე პროფესორ დიანე ნელსონს, პროფესორ სერგეი შაროვს, დოქტორ ისმაილ სეზგინს და ა.შ. ბუნებრივია, აქ ყველა მათგანს ვერ ჩამოვთვლი.
- საბოლოოდ რა მიზანი აქვს ამ ცენტრს?
- ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან ახალგაზრდა ქართველოლოგიური ცენტრი, რომლის საბოლოო მიზანია ლიდსის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური დეპარტამენტის შექმნა. რასაკვირველია, წინ დიდი სამუშაო გვაქვს და ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება პრაქტიკულ სარგებელს, უპირველეს ყოვლისა, ვმუშაობთ ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქართველურ ენებში ფონეტიკური შესატყვისობების ავტომატურად ამომცნობი პროგრამის შექმნა.
- ბრიტანელებზე რას იტყვით?
- ბრიტანელები შრომისმოყვარეები არიან, არ შემიძლია არ აღვნიშნო ბრიტანული დოქტორანტურის სტილი, რომელმაც ძალიან მომხიბლა, მაგალითად, თუნდაც იმან, რომ ძალიან მკაცრი ვადებია, დოქტორანტს წელიწადში მაქსიმუმ ერთი თვე აქვს დასვენების უფლება, ისიც ოფიციალურად უნდა მოითხოვო. რაც შეეხება კოლეგებს, ჩემს სადოქტორო კვლევას ხელმძღვანელობენ ამერიკელი ლინგვისტი, მორფოლოგი, პროფესორი დიანე ნელსონი და კომპიუტერული ლინგვისტი, პროფესორი სერგეი შაროვი. მომწონს ის აკადემიური გარემო, სადაც ვიმყოფები. აქ მოდუნების საშუალება არ მაქვს, ყოველი დღე ძალიან პროდუქტიული და საინტერესოა.