https://sputnik-georgia.com/20230814/saqartvelosi-izrdeba-seqsualur-niadagze-cadenili-danasaulebis-ricxvi-281204532.html
საქართველოში იზრდება სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი
საქართველოში იზრდება სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი
სექსუალური დანაშაულისთვის სასჯელის მაქსიმალური ვადა 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობაა. 14.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-14T10:01+0400
2023-08-14T10:01+0400
2023-09-18T15:45+0400
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_6c42e6e688ebcb2bc6b253013bde2f83.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა, ნათქვამია შსს-ს მასალებში. სულ საქართველოში წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულია 242 მსგავსი დანაშაული, აქედან გახსნილია 163. ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა 16 წლამდე ასაკის პირთან სექსუალური კონტაქტი და მათი გაუპატიურება. 2023 წლის პირველ ნახევარში სამართალდამცავმა ორგანოებმა დააფიქსირეს გაუპატიურების 90 შემთხვევა, 60 - არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტის შემთხვევა, 50 - გარყვნილი ქმედებისა და 31 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებების შემთხვევა. ამას გარდა, დაფიქსირებულია სექსუალური კონტაქტის იძულების 11 შემთხვევა. საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის საქმეზე დააკავეს>>სექსუალური დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი შეიძლება 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო პატიმრობა იყოს. საქართველოში მიმდინარეობს აქტიური სოციალური რეკლამა, რომელიც იძულებითი სქესობრივი აქტის ან სექსუალური შევიწროების შემთხვევაში მოქალაქეებს პოლიციაში მიმართვისკენ მოუწოდებს. სექსუალური კავშირის იძულებაში მოიაზრება ქმედება, რომელიც ჩადენილია ქონების დაზიანების, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გათქმის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების და სხვა სახის მუქარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_b16b503de07e4786896a15ddbe132407.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
საქართველოში იზრდება სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი
10:01 14.08.2023 (განახლებულია: 15:45 18.09.2023) სექსუალური დანაშაულისთვის სასჯელის მაქსიმალური ვადა 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობაა.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
სულ საქართველოში წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულია 242 მსგავსი დანაშაული, აქედან გახსნილია 163.
ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა 16 წლამდე ასაკის პირთან სექსუალური კონტაქტი და მათი გაუპატიურება.
2023 წლის პირველ ნახევარში სამართალდამცავმა ორგანოებმა დააფიქსირეს გაუპატიურების 90 შემთხვევა, 60 - არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტის შემთხვევა, 50 - გარყვნილი ქმედებისა და 31 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებების შემთხვევა.
ამას გარდა, დაფიქსირებულია სექსუალური კონტაქტის იძულების 11 შემთხვევა.
სექსუალური დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი შეიძლება 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო პატიმრობა იყოს.
საქართველოში მიმდინარეობს აქტიური სოციალური რეკლამა, რომელიც იძულებითი სქესობრივი აქტის ან სექსუალური შევიწროების შემთხვევაში მოქალაქეებს პოლიციაში მიმართვისკენ მოუწოდებს.
სექსუალური კავშირის იძულებაში მოიაზრება ქმედება, რომელიც ჩადენილია ქონების დაზიანების, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გათქმის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების და სხვა სახის მუქარა.