https://sputnik-georgia.com/20230814/pilolog-mari-kupatadzis-namushevrebi-281212507.html
„ფერების ჯადოქარი“ და პომპონებისგან შექმნილი ხევსურული ფარდაგები
„ფერების ჯადოქარი“ და პომპონებისგან შექმნილი ხევსურული ფარდაგები
Sputnik საქართველო
მარი კუპატაძე პროფესიით ქართული ენის სპეციალისტია, ხევსურული ფარდაგების ქსოვა მოგვიანებით მთავარ საქმიანობად აქცია. 14.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-14T13:57+0400
2023-08-14T13:57+0400
2023-08-17T19:47+0400
ინტერვიუ
საქართველო
საინტერესო ადამიანები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252593613_0:0:1278:719_1920x0_80_0_0_0ecc7d5ea721936ab3aa1e1c68265055.jpg
რა დროც უნდა გავიდეს ადამიანს ყველაზე კარგად მაინც ბავშვობაში მომხდარი ამბები ამახსოვრდება. ამ მხრივ არც ჩვენი რესპონდენტია გამონაკლისი. მარი კუპატაძის მეხსიერებას თიანეთში, ბებოსთან, სოფო წოწკოლაურთან დაკავშირებული ისტორიები და მის კალთაში ჩალაგებული ნაირ-ნაირი ფერადი ძაფები შემორჩა. ხევსურული ფარდაგების ქსოვაც მისგან, ბავშვობაში შეისწავლა. პროფესიით ფილოლოგს ხევსურული ფარდაგებივით ჭრელი პოეზიაც უყვარს. პომპონებისგან აგებული მისი ფარდაგები საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და თბილისში ბევრს სახლს ამშვენებს.- ქალბატონო მარი, პოეზიის სიყვარულიც ხევსური ბებოს დამსახურებაა?- ძალიან მიყვარდა ქსოვის დროს ბებოს მოყოლილი საინტერესო ამბების მოსმენა. მას ჰქონდა უამრავი წიგნი, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობდი. მთელი ცხოვრება ლექსებითა და ლიტერატურით ვსუნთქავ, ფილოლოგობის სურვილიც ამიტომ გამიჩნდა, რომ ქართული ენის მშვენიერობები უკეთ მესწავლა.- პროფესიის არ გიმუშავით, რადგან მოგვიანებით ფარდაგების ქსოვაზე გადაერთეთ...- ბებოს ჭრელი ხალიჩა-ფარდაგები ბავშვობიდან შემორჩა ჩემს ხსოვნას. რადგან პროფესიით არასოდეს მიმუშავია და იქნებ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, რომ მეკეთებინა ის, რაც ძალიან მიყვარს- ქსოვას ვგულისხმობ. ჩემი ხალიჩები არ არის ძველქართული ორნამენტებით დამზადებული, თუმცა მასზე ნაირ-ნაირი ფერებია, რასაც ჩემს ცხოვრებაში სიხალისე შემოაქვს.- ვიცი, რომ ხალიჩებს პომპონებისგან აწყობთ, საშუალოდ რამდენი პომპონია ამისთვის საჭირო?- ხალიჩების ასაწყობად საშუალოდ, 80-100 პომპონია საჭირო. მათ კეთებაში ხანდახან ღამეებიც მითენებია, რადგან თითოეულ მათგანში ვცდილობ ჩემი განწყობა და ხასიათი ჩანდეს. ყოფილა შემთხვევა, როცა სამი დღე და ღამეც მიმუშავია, რა თქმა უნდა, შესვენებებით. თითოეულ პომპონს ვაკეთებ სპეციალურ ხელსაწყოზე, რომელიც მეგობარმა ამერიკიდან გამომიგზავნა, შემდეგ მათ სპეციალურ ბადეზე ვაქსოვ. თავიდან ხალიჩებს მხოლოდ სიამოვნებისთვის ვაკეთებდი. მერე მეგობრებმა მირჩიეს, რომ ამ საქმისთვის კომერციული სახე მიმეცა. ახლა ყველა მსურველს, ვისაც ჩემი ნამუშევარი მოსწონს, შეუძლია ის შეიძინოს.- ამის გარდა სხვა ნამუშევრებიც გაქვთ...-დიახ, სამკაულებსაც ვამზადებ ხის, მინისა და სხვა მასალისგან. ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნივთების ქსოვაც. სოციალურ ქსელებში არის ჯგუფი, სადაც დადებული მქონდა ჩემი ხალიჩა, რომელმაც ბევრი მოწონება დაიმსახურა. მერე ის ფოტო ჩემი ნახელავით აქეთ-იქით აფრიალეს. თუმცა ვერ გაარკვიეს ვინ და როგორ აკეთებდა მას...- კიდევ რის გაკეთება გიყვართ?- ძალიან მიყვარს ყვავილებისა და ცხოველების მოვლა, განსაკუთრებით კატების, ალბათ მათი სიყვარულიც ბავშვობიდან მომდევს. როცა სახლში ნივთების გადალაგება–გადმოლაგება მიწევდა, აღმოვაჩინე, რომ ოჯახში ბევრი ღილი შემოგვრჩენია. ვიფიქრე და მათგან გოგოს ფიგურა გავაკეთე. საერთოდ ცხოვრებაში ძალიან მიყვარს ფერადოვნება და ეს ჩემ ჩაცმულობაშიც ჩანს. სხვათა შორის, მეგობრები ფერების ჯადოქარს მეძახიან...ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252593613_0:0:960:719_1920x0_80_0_0_215a759f0a9c92d621486b0f0847a061.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საქართველო, საინტერესო ადამიანები , კულტურა საქართველოში
ინტერვიუ, საქართველო, საინტერესო ადამიანები , კულტურა საქართველოში
„ფერების ჯადოქარი“ და პომპონებისგან შექმნილი ხევსურული ფარდაგები
13:57 14.08.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) მარი კუპატაძე პროფესიით ქართული ენის სპეციალისტია, ხევსურული ფარდაგების ქსოვა მოგვიანებით მთავარ საქმიანობად აქცია.
რა დროც უნდა გავიდეს ადამიანს ყველაზე კარგად მაინც ბავშვობაში მომხდარი ამბები ამახსოვრდება. ამ მხრივ არც ჩვენი რესპონდენტია გამონაკლისი. მარი კუპატაძის მეხსიერებას თიანეთში, ბებოსთან, სოფო წოწკოლაურთან დაკავშირებული ისტორიები და მის კალთაში ჩალაგებული ნაირ-ნაირი ფერადი ძაფები შემორჩა. ხევსურული ფარდაგების ქსოვაც მისგან, ბავშვობაში შეისწავლა. პროფესიით ფილოლოგს ხევსურული ფარდაგებივით ჭრელი პოეზიაც უყვარს. პომპონებისგან აგებული მისი ფარდაგები საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და თბილისში ბევრს სახლს ამშვენებს.
- ქალბატონო მარი, პოეზიის სიყვარულიც ხევსური ბებოს დამსახურებაა?
- ძალიან მიყვარდა ქსოვის დროს ბებოს მოყოლილი საინტერესო ამბების მოსმენა. მას ჰქონდა უამრავი წიგნი, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობდი. მთელი ცხოვრება ლექსებითა და ლიტერატურით ვსუნთქავ, ფილოლოგობის სურვილიც ამიტომ გამიჩნდა, რომ ქართული ენის მშვენიერობები უკეთ მესწავლა.
- პროფესიის არ გიმუშავით, რადგან მოგვიანებით ფარდაგების ქსოვაზე გადაერთეთ...
- ბებოს ჭრელი ხალიჩა-ფარდაგები ბავშვობიდან შემორჩა ჩემს ხსოვნას. რადგან პროფესიით არასოდეს მიმუშავია და იქნებ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, რომ მეკეთებინა ის, რაც ძალიან მიყვარს- ქსოვას ვგულისხმობ. ჩემი ხალიჩები არ არის ძველქართული ორნამენტებით დამზადებული, თუმცა მასზე ნაირ-ნაირი ფერებია, რასაც ჩემს ცხოვრებაში სიხალისე შემოაქვს.
- ვიცი, რომ ხალიჩებს პომპონებისგან აწყობთ, საშუალოდ რამდენი პომპონია ამისთვის საჭირო?
- ხალიჩების ასაწყობად საშუალოდ, 80-100 პომპონია საჭირო. მათ კეთებაში ხანდახან ღამეებიც მითენებია, რადგან თითოეულ მათგანში ვცდილობ ჩემი განწყობა და ხასიათი ჩანდეს. ყოფილა შემთხვევა, როცა სამი დღე და ღამეც მიმუშავია, რა თქმა უნდა, შესვენებებით. თითოეულ პომპონს ვაკეთებ სპეციალურ ხელსაწყოზე, რომელიც მეგობარმა ამერიკიდან გამომიგზავნა, შემდეგ მათ სპეციალურ ბადეზე ვაქსოვ. თავიდან ხალიჩებს მხოლოდ სიამოვნებისთვის ვაკეთებდი. მერე მეგობრებმა მირჩიეს, რომ ამ საქმისთვის კომერციული სახე მიმეცა. ახლა ყველა მსურველს, ვისაც ჩემი ნამუშევარი მოსწონს, შეუძლია ის შეიძინოს.
- ამის გარდა სხვა ნამუშევრებიც გაქვთ...
-დიახ, სამკაულებსაც ვამზადებ ხის, მინისა და სხვა მასალისგან. ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნივთების ქსოვაც. სოციალურ ქსელებში არის ჯგუფი, სადაც დადებული მქონდა ჩემი ხალიჩა, რომელმაც ბევრი მოწონება დაიმსახურა. მერე ის ფოტო ჩემი ნახელავით აქეთ-იქით აფრიალეს. თუმცა ვერ გაარკვიეს ვინ და როგორ აკეთებდა მას...
- კიდევ რის გაკეთება გიყვართ?
- ძალიან მიყვარს ყვავილებისა და ცხოველების მოვლა, განსაკუთრებით კატების, ალბათ მათი სიყვარულიც ბავშვობიდან მომდევს. როცა სახლში ნივთების გადალაგება–გადმოლაგება მიწევდა, აღმოვაჩინე, რომ ოჯახში ბევრი ღილი შემოგვრჩენია. ვიფიქრე და მათგან გოგოს ფიგურა გავაკეთე. საერთოდ ცხოვრებაში ძალიან მიყვარს ფერადოვნება და ეს ჩემ ჩაცმულობაშიც ჩანს. სხვათა შორის, მეგობრები ფერების ჯადოქარს მეძახიან...