https://sputnik-georgia.com/20230813/tragedia-sovsi-am-etapze-dakargulebs-mdinare-wanwaxis-da-rionis-kalapotsi-ezeben-281192520.html
ტრაგედია შოვში: ამ ეტაპზე დაკარგულებს მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტში ეძებენ
ტრაგედია შოვში: ამ ეტაპზე დაკარგულებს მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტში ეძებენ
Sputnik საქართველო
აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და ნავებით. 13.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-13T13:53+0400
2023-08-13T13:53+0400
2023-08-13T13:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
სტიქიური მოვლენები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0c/281146939_0:81:1041:666_1920x0_80_0_0_39fddbe05e8e51996dd6277067105088.jpg
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ძებნის არეალი გაფართოვდა და დაკარგულებს როგორც ჭანჭახის ხეობაში, ასევე რიონში ეძებენ, განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდაშელმა.მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, მათგან 20 პირი არის იდენტიფიცირებული, 9 პირის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.ონის მერის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოების განმავლობაში გასულ 24 საათში სხეულის ფრაგმენტები იყო ნაპოვნი.მისი განცხადებით, შოვში დაღუპულ გენადი სულთანიშვილს ონის კულტურის სახლში დღეს გადაასვენებენ და დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდები.დღეს ცნობილი გახდა, რომ შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მოქალაქე სოფო ბაკურაძეა. სოფო ბაკურაძე მარტოხელა დედა იყო, რომელიც შოვში, კოტეჯებში მუშაობდა.ამ დროისთვის ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.შოვში სამძებრო სამუშაოები მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0c/281146939_0:0:923:692_1920x0_80_0_0_2503022ba8a048a76a47a0d844c4320c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, საქართველოს რეგიონები
ტრაგედია შოვში: ამ ეტაპზე დაკარგულებს მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტში ეძებენ
აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და ნავებით.
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ძებნის არეალი გაფართოვდა და დაკარგულებს როგორც ჭანჭახის ხეობაში, ასევე რიონში ეძებენ, განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდაშელმა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, მათგან 20 პირი არის იდენტიფიცირებული, 9 პირის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
ონის მერის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოების განმავლობაში გასულ 24 საათში სხეულის ფრაგმენტები იყო ნაპოვნი.
„9 მოქალაქის საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია შესაბამისი ყველა უწყება, სამაშველო სამუშაოებს დაემატა ნავები, გაზრდილია სამძებრო არეალი", - განაცხადა ხიდეშელმა.
მისი განცხადებით, შოვში დაღუპულ გენადი სულთანიშვილს ონის კულტურის სახლში დღეს გადაასვენებენ და დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდები.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მოქალაქე სოფო ბაკურაძეა. სოფო ბაკურაძე მარტოხელა დედა იყო, რომელიც შოვში, კოტეჯებში მუშაობდა.
ამ დროისთვის ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.
სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.
შოვში სამძებრო სამუშაოები მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.