https://sputnik-georgia.com/20230813/---------281192895.html
ქვათაცვენა სტიქიური უბედურების ზონაში რაჭაში - რისკების შეფასება
ქვათაცვენა სტიქიური უბედურების ზონაში რაჭაში - რისკების შეფასება
Sputnik საქართველო
მასშტაბური სტიქიის შემდეგ ასეთი მოვლენები მოსალოდნელია, ამტკიცებს ექსპერტი 13.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-13T14:52+0400
2023-08-13T14:52+0400
2023-08-13T14:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270305684_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_9eeb1a63a05bce5c26c6ebfc537fd88a.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ქვათაცვენა მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში - ბუნებრივი პროცესია ზონისთვის, სადაც ახლახან მეწყერი ჩამოწვა, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. ამ დროისთვის ნაპოვნია 24 ცხედარი, გრძელდება 9 პირის საძიებო სამუშაოები. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში ქვათაცვენის შესახებ პირველად ისაუბრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.გეოლოგის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, გეოლოგები იმყოფებიან სტიქიის ზონაში. მისი თქმით, რისკების დეტალური შეფასების შემდეგ მათი ვარაუდო დადასტურდა და დაემთხვა სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.შოვში საძიებო სამუშაოები მე-11 დღეა გრძელდება. ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა ათ ლოკაციაზე მუშაობს. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270305684_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_afc4f50be39a4d6be503b698809b4e17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ქვათაცვენა სტიქიური უბედურების ზონაში რაჭაში - რისკების შეფასება
მასშტაბური სტიქიის შემდეგ ასეთი მოვლენები მოსალოდნელია, ამტკიცებს ექსპერტი
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ქვათაცვენა მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში - ბუნებრივი პროცესია ზონისთვის, სადაც ახლახან მეწყერი ჩამოწვა, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. ამ დროისთვის ნაპოვნია 24 ცხედარი, გრძელდება 9 პირის საძიებო სამუშაოები. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.
მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში ქვათაცვენის შესახებ პირველად ისაუბრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.
„რაიმე სახის სერიოზულ პროცესებს ადგილი არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი დიდი სტიქიების შემდგომი პროცესები ჭალა-კალაპოტის ზონებში“, – გაუცხადა ჟურნალისტებს გაფრინდაშვილმა.
გეოლოგის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, გეოლოგები იმყოფებიან სტიქიის ზონაში. მისი თქმით, რისკების დეტალური შეფასების შემდეგ მათი ვარაუდო დადასტურდა და დაემთხვა სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.
შოვში საძიებო სამუშაოები მე-11 დღეა გრძელდება. ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა ათ ლოკაციაზე მუშაობს. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.