https://sputnik-georgia.com/20230813/----------281194990.html
გაბრიელ ჩიკვაიძე: სტიქიის ზონაში ინფექციური დაავადების გავრცელება მოსალოდნელი არ არის
გაბრიელ ჩიკვაიძე: სტიქიის ზონაში ინფექციური დაავადების გავრცელება მოსალოდნელი არ არის
Sputnik საქართველო
სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და ნავებით. 13.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-13T18:58+0400
2023-08-13T18:58+0400
2023-08-13T18:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სურსათის ეროვნული სააგენტო
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0c/281146859_0:0:1041:585_1920x0_80_0_0_7aeb78464524f0221219922f85120f6d.jpg
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. შოვში, სტიქიის ეპიცენტრში რაიმე ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება არ არის, განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) წარმომადგენელმა გაბრიელ ჩიკვაიძემ.ჩიკვაიძის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში ნაპოვნ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეშებს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, სპეციალური ვეტერინარული წესით მარხავენ, ხოლო პრევენციის მიზნით მასალები შემდგომი კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნება.შოვში მეწყერის ჩამოწოლის ზონაში საძიებო სამუშაოები მე-11 დღეს მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 24 ადამიანი შეეწირა, 9 ადამიანის საძიებო სამუშაოები გრძელდება.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0c/281146859_58:0:981:692_1920x0_80_0_0_209ef0cdd107cc6636be04204213fbe5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტო, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტო, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები
გაბრიელ ჩიკვაიძე: სტიქიის ზონაში ინფექციური დაავადების გავრცელება მოსალოდნელი არ არის
სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და ნავებით.
თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. შოვში, სტიქიის ეპიცენტრში რაიმე ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება არ არის, განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) წარმომადგენელმა გაბრიელ ჩიკვაიძემ.
ჩიკვაიძის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში ნაპოვნ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეშებს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, სპეციალური ვეტერინარული წესით მარხავენ, ხოლო პრევენციის მიზნით მასალები შემდგომი კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
„სტიქიის ზონაში დაფიქსირდა რამდენიმე ერთეული მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი, რომლებიც მეწყერსაშიში ზონიდან არიან გამოტანილი და მოხვდნენ მდინარის ხეობაში. რეგიონი სუფთაა სხვადასხვა ინფექციური დაავადების მიმართ. არაა რაიმე სახის დაავადების კერა, მაგრამ ჩვენ პრევენციის მიზნით მაინც ვიღებთ და ვაგზავნით ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის“, - განაცხადა სეს-ის წარმომადგენელმა.
შოვში მეწყერის ჩამოწოლის ზონაში საძიებო სამუშაოები მე-11 დღეს მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 24 ადამიანი შეეწირა, 9 ადამიანის საძიებო სამუშაოები გრძელდება.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.