https://sputnik-georgia.com/20230812/premier-saqartvelom-sesazloa-cinetsi-tusituli-centrebi-gaxsnas-281155021.html
პრემიერი: საქართველომ შესაძლოა ჩინეთში ტურისტული ცენტრები გახსნას
პრემიერი: საქართველომ შესაძლოა ჩინეთში ტურისტული ცენტრები გახსნას
Sputnik საქართველო
ხელისუფლება ჩინეთში ქართული ღვინისა და ზოგადად საქართველოს პოპულარიზაციას უფრო აქტიურად აპირებს, განაცხადა ღარიბაშვილმა 12.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-12T16:38+0400
2023-08-12T16:38+0400
2023-09-18T14:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1d/280531824_124:153:1600:983_1920x0_80_0_0_1e1259048338b1839fce760825c7bbbe.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ჩინეთის ქალაქებში ტურისტული ცენტრების გახსნის შესაძლებლობაზე ფიქრობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია CCTV-სთან ინტერვიუში.საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთში 26 ივლისს, ჩენდუში XXXI FISU მსოფლიო სტუდენტური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად გაემგზავრა. ამის შემდეგ ის პეკინში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიიღეს გადაწყვეტილება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდოს.მისი თქმით, საქართველოს ბევრი რამ გააჩნია ტურისტების მოსაზიდად.„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უნიკალური ადგილია სანახავად. ტურისტიც ბევრი გვყავს. პანდემიამდე, წელიწადში, 9.3 მილიონი ადამიანი სტუმრობდა ქვეყანას. საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 3.7 მილიონია. ამიტომ, პოტენციალი დიდია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.მისი თქმით, საქართველოს უფრო მეტი ჩინელი ტურისტის ხილვა სურს.„საუბარი მაქვს ტურისტულ ჯგუფებსა და ტურისტულ სააგენტოებზე, რომლებმაც შეიძლება წარმომადგენლობები გახსნან და ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინონ“, - აღნიშნა პრემიერმა.მისი თქმით, საქართველოც თავის მხრივ მზადაა განავითაროს ტურები ჩინეთში.საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. 2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1d/280531824_253:160:1350:983_1920x0_80_0_0_6e74464112a0d8f39d7da043b6423f93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში
პრემიერი: საქართველომ შესაძლოა ჩინეთში ტურისტული ცენტრები გახსნას
16:38 12.08.2023 (განახლებულია: 14:27 18.09.2023) ხელისუფლება ჩინეთში ქართული ღვინისა და ზოგადად საქართველოს პოპულარიზაციას უფრო აქტიურად აპირებს, განაცხადა ღარიბაშვილმა
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ჩინეთის ქალაქებში ტურისტული ცენტრების გახსნის შესაძლებლობაზე ფიქრობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია CCTV-სთან ინტერვიუში.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთში 26 ივლისს, ჩენდუში XXXI FISU მსოფლიო სტუდენტური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად გაემგზავრა. ამის შემდეგ ის პეკინში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიიღეს გადაწყვეტილება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდოს.
„საქართველო ნამდვილად არის ღვინის სამშობლო. ჩვენ ვამაყობთ ამით და, რა თქმა უნდა, მისი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ჩინეთში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, თუნდაც ტურისტული ცენტრების გახსნას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინისა და ზოგადად საქართველოს უფრო აქტიურ პოპულარიზაციას. ეს შეიძლება ჩინელი ტურისტებისთვისაც საინტერესო იყოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ბევრი რამ გააჩნია ტურისტების მოსაზიდად.
„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უნიკალური ადგილია სანახავად. ტურისტიც ბევრი გვყავს. პანდემიამდე, წელიწადში, 9.3 მილიონი ადამიანი სტუმრობდა ქვეყანას. საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 3.7 მილიონია. ამიტომ, პოტენციალი დიდია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს უფრო მეტი ჩინელი ტურისტის ხილვა სურს.
„საუბარი მაქვს ტურისტულ ჯგუფებსა და ტურისტულ სააგენტოებზე, რომლებმაც შეიძლება წარმომადგენლობები გახსნან და ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინონ“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოც თავის მხრივ მზადაა განავითაროს ტურები ჩინეთში.
„რა თქმა უნდა, მეტი ქართველიც უნდა ეწვიოს ჩინეთს - თქვენს მშვენიერ, უნიკალურ ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. 2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.