https://sputnik-georgia.com/20230812/------281153368.html
შოვში სტიქიური უბედურების ზონაში ქვათაცვენა დაფიქსირდა
შოვში სტიქიური უბედურების ზონაში ქვათაცვენა დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
ეს დამახასიათებელია მსგავსი სტიქიური უბედურების შემდეგ, ამტკიცებენ სპეციალისტები 12.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-12T14:36+0400
2023-08-12T14:36+0400
2023-09-18T14:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280929842_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_f91e4475142a9fd90ec82e9e69dad1f0.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ქვათაცვენა დაფიქსირდა მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში შოვში, სტიქიური უბედურების ადგილზე, განაცხადა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, აღმოჩენილია 24 ცხედარი. სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ. გარდაცვლილი ადამიანების საძიებო სამუშაოები 54 მეტრის პერიმეტრზე მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, სადაც ნათქვამია, რომ ქვეთაცვენა საფრთხეს არ წარმოადგენს.შოვში სამძებრო სამუშაოები მეათე დღეა მიმდინარეობს. ათ ადგილზე უკვე მუშაობს ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280929842_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_85293e6c512d208ea49351d4c6fcd3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
შოვში სტიქიური უბედურების ზონაში ქვათაცვენა დაფიქსირდა
14:36 12.08.2023 (განახლებულია: 14:25 18.09.2023) ეს დამახასიათებელია მსგავსი სტიქიური უბედურების შემდეგ, ამტკიცებენ სპეციალისტები
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ქვათაცვენა დაფიქსირდა მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში შოვში, სტიქიური უბედურების ადგილზე, განაცხადა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, აღმოჩენილია 24 ცხედარი. სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ. გარდაცვლილი ადამიანების საძიებო სამუშაოები 54 მეტრის პერიმეტრზე მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.
„გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდეგ, ეს დამახასიათებელია. ვინაიდან ცუდი ხილვადობა იყო, გვიან ღამით მოხდა სამუშაოების დილამდე შეჩერება. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენითა და დრონებით ხეობა დაათვალიერეს და მნიშვნელოვან ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილიდანვე განახლდა საძიებო სამუშაოები", – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, სადაც ნათქვამია, რომ ქვეთაცვენა საფრთხეს არ წარმოადგენს.
„მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შოვში სამძებრო სამუშაოები მეათე დღეა მიმდინარეობს. ათ ადგილზე უკვე მუშაობს ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა. ძიების ძირითადი ტერიტორია კვლავ კოტეჯების ტერიტორიაა და გზა ე.წ. მჟავე წყლებია.