https://sputnik-georgia.com/20230812/-------281169711.html
„ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა – რამდენი დანაშაულია ჩადენილი
„ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა – რამდენი დანაშაულია ჩადენილი
Sputnik საქართველო
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 12.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-12T21:50+0400
2023-08-12T21:50+0400
2023-08-13T00:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199050_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_013080bcf77cac9bba01a7788482b198.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში დააფიქსირეს 18 დანაშაული, რომელიც ქვეყანაში ქურდული კრიმინალური სამყაროს საქმიანობას უკავშირდება, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.მასალების თანახმად, „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე 2023 წლის პირველ ნახევარში 11 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, აქედან ორი საქმე - „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ.გარდა ამისა, სამი საქმე აღძრულია .წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ფაქტზე, ოთხი - „ქურდული სამყაროს“ დახმარებისთვის.საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199050_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f06a700688dbaebf54848dbf728d8f31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
„ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა – რამდენი დანაშაულია ჩადენილი
21:50 12.08.2023 (განახლებულია: 00:09 13.08.2023) საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში დააფიქსირეს 18 დანაშაული, რომელიც ქვეყანაში ქურდული კრიმინალური სამყაროს საქმიანობას უკავშირდება, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
მასალების თანახმად, „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე 2023 წლის პირველ ნახევარში 11 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, აქედან ორი საქმე - „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ.
გარდა ამისა, სამი საქმე აღძრულია .წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ფაქტზე, ოთხი - „ქურდული სამყაროს“ დახმარებისთვის.
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.
„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.