https://sputnik-georgia.com/20230811/roskosmos-mtvare-soreuli-kosmosistvis-sastarto-moedani-gaxdeba-281136867.html
Роскосмос - მთვარე შორეული კოსმოსისთვის სასტარტო მოედანი გახდება
Роскосмос - მთვარე შორეული კოსმოსისთვის სასტარტო მოედანი გახდება
Sputnik საქართველო
მთვარეზე ოთხი დაგეგმილი მისიის შემდეგ შესაძლებელი იქნება პილოტირებული ვიზიტი და მთვარის ბაზის მშენებლობის დაწყება, განაცხადა Роскосмос-ის ხელმძღვანელმა. 11.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-11T17:05+0400
2023-08-11T17:05+0400
2023-08-11T17:05+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
ჩინეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0b/281126443_0:74:1410:867_1920x0_80_0_0_8863c26d38d40e4571e57501950f04f8.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მთვარე პერსპექტივაში შორეული კოსმოსისთვის სასტარტო მოედანი გახდება. ავტომატური სადგური Луна-28-ის გაშვების შემდეგ რუსეთი და ჩინეთი მთვარეზე პილოტირებული ვიზიტის შესაძლებლობასა და მთვარეზე ბაზის მშენებლობის ეტაპზე გადავლენ, იუწყება РИА Новости Роскосмос-ის ხელმძღვანელის, იური ბორისოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით. უკანასკნელი საბჭოთა კოსმოსური აპარატი Луна-24 დედამიწის თანამგზავრზე 1976 წელს გაუშვეს. Луна-25 გახდება პირველი სადგური, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვება. ყველა მისი წინამორბედი მთვარეზე დაშვებას ეკვატორულ ზონაში ახერხებდა. Роскосмос-ის მეთაურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ Луна-26-ს 2027 წელს გაუშვებენ, Луна-27-ს - 2028-ში, ხოლო Луна-28-ის გაშვება კი 2030 წლის მერე მოხდება. რაკეტა Союз 2.1б-მა აღმოსავლეთ კოსმოდრომიდან სტარტი 11 აგვისტოს თბილისის დროით 03:11 წთ-ზე აიღო. ცხრა წუთის მერე სადგურ Луна-25-დან სასტარტო ბლოკი Фрегат რაკეტის მესამე საფეხურს გამოეყო და დედამიწის ორბიტაზე გავიდა. სადგურის მიზანი ყინულის ზედაპირზე მთვარის გრუნტის საკონტროლო კვლევების წარმოებაა.
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0b/281126443_79:0:1332:940_1920x0_80_0_0_f719ad78927c5bb1ea7984fb0ea8bc52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ჩინეთი, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ჩინეთი, ახალი ამბები
Роскосмос - მთვარე შორეული კოსმოსისთვის სასტარტო მოედანი გახდება
მთვარეზე ოთხი დაგეგმილი მისიის შემდეგ შესაძლებელი იქნება პილოტირებული ვიზიტი და მთვარის ბაზის მშენებლობის დაწყება, განაცხადა Роскосмос-ის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მთვარე პერსპექტივაში შორეული კოსმოსისთვის სასტარტო მოედანი გახდება. ავტომატური სადგური Луна-28-ის გაშვების შემდეგ რუსეთი და ჩინეთი მთვარეზე პილოტირებული ვიზიტის შესაძლებლობასა და მთვარეზე ბაზის მშენებლობის ეტაპზე გადავლენ, იუწყება
РИА Новости Роскосмос-ის ხელმძღვანელის, იური ბორისოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უკანასკნელი საბჭოთა კოსმოსური აპარატი Луна-24 დედამიწის თანამგზავრზე 1976 წელს გაუშვეს. Луна-25 გახდება პირველი სადგური, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვება. ყველა მისი წინამორბედი მთვარეზე დაშვებას ეკვატორულ ზონაში ახერხებდა.
„ვფიქრობ, პერსპექტივაში, მთვარე შორეული კოსმოსისა და პლანეტების კვლევისთვის სასტარტო სადგური გახდება", - განაცხადა ბორისოვმა.
Роскосмос-ის მეთაურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ Луна-26-ს 2027 წელს გაუშვებენ, Луна-27-ს - 2028-ში, ხოლო Луна-28-ის გაშვება კი 2030 წლის მერე მოხდება.
„ყველა ეს ოთხივე მისია მთვარის ავტომატური კვლევის მთლიან კომპლექსს წარმოადგენს და ამის შემდეგ ჩინელ კოლეგებთან ერთად ჩვენ მორიგ ფაზაზე - მთვარეზე პილოტირებულ ვიზიტსა და ბაზის მშენებლობაზე გადავალთ", - თქვა ბორისოვმა.
რაკეტა Союз 2.1б-მა აღმოსავლეთ კოსმოდრომიდან სტარტი 11 აგვისტოს თბილისის დროით 03:11 წთ-ზე აიღო.
ცხრა წუთის მერე სადგურ Луна-25-დან სასტარტო ბლოკი Фрегат რაკეტის მესამე საფეხურს გამოეყო და დედამიწის ორბიტაზე გავიდა. სადგურის მიზანი ყინულის ზედაპირზე მთვარის გრუნტის საკონტროლო კვლევების წარმოებაა.