ტრაგედია კვარიათში: 19 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

© Sputnik / Alexander Imedashviliსანაპირო
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. კვარიათში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა აჭარაში დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი, რომელიც წარმოშობით ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინედან იყო, ბათუმში დასასვენებლად იყო ჩასული - იგი ზღვაში შევიდა, მაგრამ ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები, თუმცა მათ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ყველა ახალი ამბავი
0