თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
03:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, თამარაშვილის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, გამრეკელის, პოლიტკოვსკაიას, ძოწის, საკანდელიძის, უნივერისტეტის, თოფურიას, თავხელიძის, ქავთარაძის, მარიჯანის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორორაიონების (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0