რამდენ ხანს შენარჩუნდება საქართველოში მაღალი ტემპერატურა

© photo: Sputnik / Stringerშადრევანი ვაკის პარკში
შადრევანი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქართველი სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა ქვეყანაში 39–40 გრადუსამდე მოიმატებს, რაც ტყის ხანძრების რისკს ზრდის.
დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 11 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული ხანძრების კუთხით ყველაზე საშიში პერიოდია. ტყის ეროვნული სააგენტო ამ პერიოდში განსაკუთრებულად საშიშ ზონებში ყოველწიურად ათავსებს საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ტყის ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანების გაუფრთხილებლობაა, ამიტომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და დაკვამლიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ „112“-ზე დარეკვისკენ მოუწოდებს.
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები>>
თავის მხრივ, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს და სთხოვს, ბუნებაში დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ: არ გადააგდონ სიგარეტის ნამწვი, არ დააბინძურონ ბუნება, განსაკუთრებით თუნუქის საგნებითა და მინის ქილებით.
ამავე დროს ზოოაქტივისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, იზრუნონ ქუჩის ცხოველებზე და მათ ცხელ ამინდში წყალი არ მოაკლონ.
ყველა ახალი ამბავი
0